მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ნუ როგორც წესი ყოველთვის და ყველგან ვაგვიანებ... ეს თემაც შესაბამისად გვიან აღმოვაჩინე! ნიკი: escape სახელი და გვარი: ქეთა ღვინეფაძე ვარ 18 წლის, ვსწავლობ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში... რაც შეეხება სამსახურსა და პროფესიას, მოწოდებით პიარმენეჯერი ვარ! ინტერესები: ხელოვნება და მხოლოდ ხელოვნება! თავად კი რაც წერა ვისწავლე იმის მერე ფურცელი და საწერი საშუალება ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თევზისთვის წყალი... მოკლედ რომ ვთქვა ჩემი ნიკი შემთხვევით არ მაქვს შერჩეული, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს... p.s. ასევე სამწუხაროდ ვარ პესიმისტი და ეგოისტი!