IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> სემინარი დამწყები ფოტოგრაფებისათვის
მოცემული თემა იხსნება იმისათვის, რომ გავითვალისწინოთ თქვენი აზრი ქვევითმოყვანილი საბაზისო კურსის საჭიროებისა და დამატებითი საკითხების ჩამოსაყალიბებლად.
ეხლა კი, ზოგადად მოგახსენებთ დაგეგმილი ფოტო-სემინარის შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ფოტოკლუბი "ბოკე"-ს ნებისმიერი წევრისათვის.
სემინარი შედგება თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობებისაგან თემებზე: - თეორიულ-პრაქტიკული ექსკურსი: ექსპონომეტრია, განათება და ფერი, კომპოზიცია და კონსტრუქცია - პორტრეტის, პეიზაჟის, ნატიურმორტის და სხვა ჟანრების საბაზისო საკითხები და პრაქტიკული გადაღების მასტერ-კლასები (მათ შორის - სტუდიური გადაღებაც). კონკრეტულ სპეციალიზაციაზე მოწვეულ იქნება შესაბამისი ჟანრის სპეციალისტი. აგრეთვე, სემინარის კურსში შედის ისეთი ზოგადი საკითხები, როგორებიცაა: - ფოტოგრაფიის ისტორია - ფოტოხელოვნება - აღქმის ფსიქოლოგიური ასპექტები - კამერების და ფოტოტექნიკის დანიშნულება, მიმოხილვლა და შესაძლებლობები
სემინარის სრული ხანგრძლივობა მოიცავს 30 თეორიულ და 15 პრაქტიკული სწავლების საათს. პრაქტიკული მეცადინეობების 10 საათიდან თქვენ თვითონ აირჩევთ თუ რომელ ჟანრში ჩატარებულ მასტერ-კლასს დაესწროთ და, შესაბამისად, დაზოგავთ ფინანსებს.
სემინარის დასაწყისი: როგორც მოგახსენეთ - 16 აპრილიდან სემინარის დასასრული: ივნისის შუა რიცხვები სემინარზე დამსწრე ჯგუფი: თითო ჯგუფში იქნება არაუმეტეს 10 ადამიანისა. თუ სემინარზე დასწრების მსურველთა რაოდენობა 10-ზე მეტი იქნება, შეიქმნება დამატებითი ჯგუფ(ებ)ი. სემინარის გრაფიკი: სემინარის ჩასატარებელი დღეები და საათები დადგინდება ჯგუფში შემავალი წევრების შეთანხმების საფუძველზე.
აგრეთვე, მათთვის, ვინც დადგენილ გრაფიკში ვერ დაესწრება სემინარს, შესაძლებელი იქნება ინდივიდუალური სწავლებაც.
სემინარზე დასწრების მსურველთათვის 1-2 დღეში გაიხსნება თემა, სადაც გათვალისწინებული იქნება მოცემულ თემაში გამოთქმული სურვილები, მოყვანილი იქნება სემინარის ყველა დეტალი, ფასი და დასწრებისათვის შესავსები სააპლიკაციო ფორმა. _________________________________________ გადმოწერეთ სააპლიკაციო ფორმა:
anibani, სასურველია ყველა საქართველოს მოქალაქეს ქონდეს არანაკლებ Canon 5D ჰა ჰა Nikon D200
მაგ დროც მოვა, ბარაქა ქართველებს
სემინარებზე შეიძლება სულაც არ გქონდეთ კამერა, შესაძლოა ჯერ არ სეგიძენიათ, არ გადაგიწყვეტიატ რომელი მოდელი შეიძინოთ ჩვენ გათხოვებთ კამერას. ესხლა რა თქმა უნდა ყველასთვის არ იქნება მაგრამ ერთ ორს გაუხერხებთ შემდგომ დაგეხმარებით კამერის შერჩევაში. თუმცა ისეა გათვალისწინებული ტექნიკის შესწავლა ალბა კურსის დამთAვგრების შემდეგ დახმარება მაგ საკითხში აღAრც დაგჭირდებათ!