მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ქეთა გაბუნია(ვასოს შვილი) 19 წლის. დავამთავრე 6 სკოლა(პეტრიაშვილზე), ეხლა ვსწავლობ ენისა და კულტურის უნივერსტეტში(უცხო ენები, ვაკის პარკთან) ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე. ინტერესები: მუსიკა(ელექტრონული ანუ dance და როკი), კლუბური ცხოვრება, ისევ და ისევ ელექტრონული მუსიკის სიყვარულის გამო. ოცნება: წავიდე red hot chilli pepers, zemfira, deep purple კონცერტზე და ლონდონის კლუბ fabric_ში და მოვუსმინო რესიდენტ დიჯეის terry francis და freq nasty_ს, აქ კი იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ სად adjara music hall და სად ყველა ქლაბეირს საოცნებო fabric-ი. ფოტოგრაფია ჩემთვის ჰობი არ არის, მაგრამ რა არის მაგას ვარკვევ 1 წელია და რომ გავარკვევ გეტყვით