ენთუზიასტების ჯგუფი მუშაობს პროექტზე თბილისის მცირე ხელოვნების ნიმუშთა მონაცემთა ბაზის შესაქმნელად. დღეისათვის უკვე გადაღებული და დაარქივებულია წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიული შენობების ფასადები და მათი უნიკალური დეკორტიული დეტალები. მიმდინარეობს გადაღება სოლოლაკის რამოდენიმე ქუჩაზე. თუმცა სამწუხაროდ, ასეთი დეკორატიული ნიმუშები ყოველდღიურად ნადგურდება. სანამ გვიან არაა გვინდა რაც შეიძლება მეტის გადაღება და დაფიქსირება მოვასწროთ. ვისაც გაქვთ სურვილი შეიარაღდით თქვენი ფოტოპარატებით და შემოგვიერთდით
დიდი მადლობა ყველას ვინც მოვიდა გუშინ, და იმათაც ვისაც უნდოდა მოსვლა და ვერ მოვიდა. მოკლედ, ჩვენ ვაგრძელებთ გადაღებას სოლოლაკში. ქუჩები ძირითადად გავინაწილეთ - ასათიანი (ძველი ენგელსი), დადიანი, მაჩაბელი, ტაბიძე, ქიქოძე, იაშვილი, ჭონქაძე, დავითაშვილი, სერგო მესხის, გერგეთის, კოჯრის ქუჩები. ჯერჯერობით ამ უბანში "უპატრონოდ" დაგვრჩა სულხან საბას ქუჩა, ლეონიძე და ჩაიკოვსკი. გადაღების პრონციპია - ჯერ სახლის ნომერი, მერე ფასადის საერთო ხედი+ დეტალები. ვიღებთ მხოლოდ ფასადებს, რადგნაც ეზოებში "შეღწევა" და მერე იქ ცნობისმოყვარე მეზობლების "მოგერიება" ხშირად დიდი პრობლემაა. იგივე პრობლემის გამო არ ვიღებთ სადარბაზოს ინტერიერებს, თუმცა მე პირადად გული არ მომითმენს რომ არ გადავიღო შემდეგი შეხვედრა გვექნება ორი კვირის მერე, ხუთშაბათს, საღამოს 7-ზე. მოვალთ ჩვენი "ფოტონანადირევით":)