ენთუზიასტების ჯგუფი მუშაობს პროექტზე თბილისის მცირე ხელოვნების ნიმუშთა მონაცემთა ბაზის შესაქმნელად. დღეისათვის უკვე გადაღებული და დაარქივებულია წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიული შენობების ფასადები და მათი უნიკალური დეკორტიული დეტალები. მიმდინარეობს გადაღება სოლოლაკის რამოდენიმე ქუჩაზე. თუმცა სამწუხაროდ, ასეთი დეკორატიული ნიმუშები ყოველდღიურად ნადგურდება. სანამ გვიან არაა გვინდა რაც შეიძლება მეტის გადაღება და დაფიქსირება მოვასწროთ. ვისაც გაქვთ სურვილი შეიარაღდით თქვენი ფოტოპარატებით და შემოგვიერთდით
მუზეუმთან დაკავშირებით კიდევ არის დასაზუსტებელი დეტალები, მაგრამ სამინისტროსთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია. მათ აქვს საინფორმაციო სისტემები, სადაც ეს ბაზაც განთავსდება. პრინციპში წინამძღვრიშვილის ქუჩის მაგალითზე შექმნილი ვერსია საკმაოდ მობილური იყო.