ენთუზიასტების ჯგუფი მუშაობს პროექტზე თბილისის მცირე ხელოვნების ნიმუშთა მონაცემთა ბაზის შესაქმნელად. დღეისათვის უკვე გადაღებული და დაარქივებულია წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიული შენობების ფასადები და მათი უნიკალური დეკორტიული დეტალები. მიმდინარეობს გადაღება სოლოლაკის რამოდენიმე ქუჩაზე. თუმცა სამწუხაროდ, ასეთი დეკორატიული ნიმუშები ყოველდღიურად ნადგურდება. სანამ გვიან არაა გვინდა რაც შეიძლება მეტის გადაღება და დაფიქსირება მოვასწროთ. ვისაც გაქვთ სურვილი შეიარაღდით თქვენი ფოტოპარატებით და შემოგვიერთდით
ეს არ არის ორგანიზაცია, ჯერჯერობით მოხალისეების საინიციატივო ჯგუფია.. ფოტოები შეინახება მონაცემთა ბაზაში, რომელიც, ვფიქრობ უნდა გდაეცეს თბილისის ისტორიის მუზეუმს ან იმ სხვა ორგანიზაციას, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება, ინფორმაციის განახლება, ინფორმაციის გავრცელებას და ა.შ. გამოფენას მოვამზადებთ, თუმცა სად გამოიფინება ჯერ არ ვიცი, გააჩნია მასალას