ენთუზიასტების ჯგუფი მუშაობს პროექტზე თბილისის მცირე ხელოვნების ნიმუშთა მონაცემთა ბაზის შესაქმნელად. დღეისათვის უკვე გადაღებული და დაარქივებულია წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიული შენობების ფასადები და მათი უნიკალური დეკორტიული დეტალები. მიმდინარეობს გადაღება სოლოლაკის რამოდენიმე ქუჩაზე. თუმცა სამწუხაროდ, ასეთი დეკორატიული ნიმუშები ყოველდღიურად ნადგურდება. სანამ გვიან არაა გვინდა რაც შეიძლება მეტის გადაღება და დაფიქსირება მოვასწროთ. ვისაც გაქვთ სურვილი შეიარაღდით თქვენი ფოტოპარატებით და შემოგვიერთდით
მადლობთ კეთილო ხალხო შეხვედრის ადგილი უცვლელია მიხარია რომ ყველანი ხართ "ზა" . მოცლას რაც შეეხება - ჩვენ ყველას თვისი საქმე გვაქვს გარდა ქუჩებში ფოტოაპარატით ხეტიალისა, მოდით შევხვდეთ და იქნებ თვითეულმა ჩვენი პატარა დოზა გავინაწილოთ, , თუ არადა მორალურ მხარდაჭერას მაინც დიდად ვაფასებ