როდესაც ადამიანი სტუდიაში იღებს რაღაცას მაშინ ... შეუძლია გადაიღოს ფოტოები დამატებით, ანუ იქ მოაცილოს ჩრდილი, გამოწიოს სკამი მოდელს შეაცვლევინოს პოზა და ასე შემდეგ ,,,
ძალიან ხშირია ბოკეზე შენიშვნები დაახლოებით ასეთი ...
- " ეს შნური აქ რომ არ ყოფილიყო ..." - "მაღლა სივრცე რომ ქონოდააა... " - "ჩიტი ცოტა იქით რომ გაფრენილიყოოო... " - " ეს ძაღლი იქით რომ ჩაკუზულიყოოო... "
როდესაც საქმე ეხება დიაფრაგმის გახსნას ან iso-ს მომატებას ან ასე შემდეგ კიდევ მიღებულია ...
მაგრამ როდესაც ვერ ასწრებ ვერაფერს, წამები გაქვს გენიალური ფოტოს გადასაღებად და ვერც დენის კაბელს გადახერხავ იმისათვის, რომ მერე არ გითხრან ის შნური რატომ არის იქო??? ეს ცოტა დამაფიქრებელია
რაც შეეხება ფოტოშოფს კი გასაგებია იქ დაკლონავ შნურს იქ ფერსაც მოუმატებ ჩრდილსაც მოხსნი ლუდსაც დააჭერინებ მოდელს მაგრამ ეგ უკვე კომპ.გრაფიკა გამოდის ხომ?
მე იმას არ ვამბობ კომპ.გრაფიკა ცუდი არის თქო, კარგია მაგრამ მე პირადათ ვერ ვუმუღამებ , მაპატიეთ პა ჟარგონაჩკი გამომდის,
ასე რომ როდესაც ფოტო დაიდება ძალიან მინდა რომ არ დაიწუნოთ თუნდაც შნურის გულისთვის ...
მაინტერესებს თქვენი აზრები, ნუ სანამ თემას აცოცხლებენ გთხოვთ იაქტიუროთ ,იმიტომ რომ ბევრი აქაურისგან გამიგია მსგავსი საუბრები,
ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ, თუნდაც ვიკამათოთ მაგრამ ყველაფერი მეგობრულად ! არანაირი ტრამ ტარარარა რამ ...
Nikusha23, კი, შეიძლება, როგორ არა, ყველაფერი თვითონ ფოტოზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის ერთი ფოტო http://www.boke.ge/forum/?img=27636 აი აქ რომ თქვას ვინმემ რომ სადენები ზედმეტია იმასთან კამათი მართლაც სისულელე იქნება, მაგრამ არის ფოტოები სადაც მართლა ამახინჯებს და შეუძლებელია ეს არ აღნიშნო, იმიტომ რომ როგორც შენ ამბობ ფოტო უნდა შეფასდეს შნურიან ძაღლიანად ესეთი შეფასება კი რომ აი შნური რომ არ იყოს კარგი იქნებოდა არაა სწორი. არის ეს შნური და მოდი ამ შნურიანად შეაფასე, არ მოგწონს რომ შნურია გაბმული? აფუჭებს ფოტოს? მაშინ თქვი არ მომწონს ფოტო და მორჩა