როდესაც ადამიანი სტუდიაში იღებს რაღაცას მაშინ ... შეუძლია გადაიღოს ფოტოები დამატებით, ანუ იქ მოაცილოს ჩრდილი, გამოწიოს სკამი მოდელს შეაცვლევინოს პოზა და ასე შემდეგ ,,,
ძალიან ხშირია ბოკეზე შენიშვნები დაახლოებით ასეთი ...
- " ეს შნური აქ რომ არ ყოფილიყო ..." - "მაღლა სივრცე რომ ქონოდააა... " - "ჩიტი ცოტა იქით რომ გაფრენილიყოოო... " - " ეს ძაღლი იქით რომ ჩაკუზულიყოოო... "
როდესაც საქმე ეხება დიაფრაგმის გახსნას ან iso-ს მომატებას ან ასე შემდეგ კიდევ მიღებულია ...
მაგრამ როდესაც ვერ ასწრებ ვერაფერს, წამები გაქვს გენიალური ფოტოს გადასაღებად და ვერც დენის კაბელს გადახერხავ იმისათვის, რომ მერე არ გითხრან ის შნური რატომ არის იქო??? ეს ცოტა დამაფიქრებელია
რაც შეეხება ფოტოშოფს კი გასაგებია იქ დაკლონავ შნურს იქ ფერსაც მოუმატებ ჩრდილსაც მოხსნი ლუდსაც დააჭერინებ მოდელს მაგრამ ეგ უკვე კომპ.გრაფიკა გამოდის ხომ?
მე იმას არ ვამბობ კომპ.გრაფიკა ცუდი არის თქო, კარგია მაგრამ მე პირადათ ვერ ვუმუღამებ , მაპატიეთ პა ჟარგონაჩკი გამომდის,
ასე რომ როდესაც ფოტო დაიდება ძალიან მინდა რომ არ დაიწუნოთ თუნდაც შნურის გულისთვის ...
მაინტერესებს თქვენი აზრები, ნუ სანამ თემას აცოცხლებენ გთხოვთ იაქტიუროთ ,იმიტომ რომ ბევრი აქაურისგან გამიგია მსგავსი საუბრები,
ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ, თუნდაც ვიკამათოთ მაგრამ ყველაფერი მეგობრულად ! არანაირი ტრამ ტარარარა რამ ...
მთავარია თვითონ ფოტოგრაფს შეეძლოს თავისი ფოტოს ობიექტურად შეფასება.მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების დანახვა.თვითონ უნდა შეეძლოს ფოტოგრაფს თავისი ფოტოებიდან კარგის ამორჩევა.და ამორჩევისას არ უნდა იხელმძღვანელოს იმით თუ სად და რა პირობებში აქვს ფოტო გადაღებული.ცივა, ცხელა, ყინავს, მთის წვერზე კიდია თუ ჭაობში იხრჩობა, ეს არაა გასამართლებელი საბუთი, მაშინ როცა ფოტოს აშკარა ხარვეზები აქვს.თუ ესეთი ხელის შემშლელი პირობებია ან დაიცადე და დაელოდე უკეთეს შემთხვევას, ან ნუ გადაიღებ და მორჩა.
Nikusha23, ძალიან კარგი თემაა და მგონი ზუსტად ისე გავიგე როგორც შენ გინდოდა
QUOTE
- " ეს შნური აქ რომ არ ყოფილიყო ..." - "მაღლა სივრცე რომ ქონოდააა... " - "ჩიტი ცოტა იქით რომ გაფრენილიყოოო... " - " ეს ძაღლი იქით რომ ჩაკუზულიყოოო... "
როცა რეალურად აფუჭებს კადრს თუნდაც ერთი ზედმეტი ელექტროსადენი, როცა ჩიტი უდროო დროს გაიფრენს კადრში, ან ძაღლს მანდამაინც მაშინ გაახსენდება ბუნებრივი მოთხოვნილებები, მოდი რა ნუ გადაიღებ იმ კადრს, დაფიცებული ხომ არაა ან გეგმა ხომ არაა შესასრულებელი? იდეალური წამო იკარდება და გენიალური კადრი ,,იმაზება"? გაიმაზოს მერე, დამახინჯებული კადრის გადაღებას ჯობია სულ არ გადაიღო