როდესაც ადამიანი სტუდიაში იღებს რაღაცას მაშინ ... შეუძლია გადაიღოს ფოტოები დამატებით, ანუ იქ მოაცილოს ჩრდილი, გამოწიოს სკამი მოდელს შეაცვლევინოს პოზა და ასე შემდეგ ,,,
ძალიან ხშირია ბოკეზე შენიშვნები დაახლოებით ასეთი ...
- " ეს შნური აქ რომ არ ყოფილიყო ..." - "მაღლა სივრცე რომ ქონოდააა... " - "ჩიტი ცოტა იქით რომ გაფრენილიყოოო... " - " ეს ძაღლი იქით რომ ჩაკუზულიყოოო... "
როდესაც საქმე ეხება დიაფრაგმის გახსნას ან iso-ს მომატებას ან ასე შემდეგ კიდევ მიღებულია ...
მაგრამ როდესაც ვერ ასწრებ ვერაფერს, წამები გაქვს გენიალური ფოტოს გადასაღებად და ვერც დენის კაბელს გადახერხავ იმისათვის, რომ მერე არ გითხრან ის შნური რატომ არის იქო??? ეს ცოტა დამაფიქრებელია
რაც შეეხება ფოტოშოფს კი გასაგებია იქ დაკლონავ შნურს იქ ფერსაც მოუმატებ ჩრდილსაც მოხსნი ლუდსაც დააჭერინებ მოდელს მაგრამ ეგ უკვე კომპ.გრაფიკა გამოდის ხომ?
მე იმას არ ვამბობ კომპ.გრაფიკა ცუდი არის თქო, კარგია მაგრამ მე პირადათ ვერ ვუმუღამებ , მაპატიეთ პა ჟარგონაჩკი გამომდის,
ასე რომ როდესაც ფოტო დაიდება ძალიან მინდა რომ არ დაიწუნოთ თუნდაც შნურის გულისთვის ...
მაინტერესებს თქვენი აზრები, ნუ სანამ თემას აცოცხლებენ გთხოვთ იაქტიუროთ ,იმიტომ რომ ბევრი აქაურისგან გამიგია მსგავსი საუბრები,
ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ, თუნდაც ვიკამათოთ მაგრამ ყველაფერი მეგობრულად ! არანაირი ტრამ ტარარარა რამ ...
ხოდა ასე რომ, ის წამია რო ერთხელ გაგიმართლებს და ძაღლიც ჩაცუცქული იქნება სადაც საჭიროა , კალიც და სხვა სულიერი თუ არასულიერი საგნები რაც იშვიათად ხდება , და ეგ მომხდარია ზუსტად ფოტო რო გამოვა Added @ ხოდა კიდე რაც შეეხება კრიტიკას, მე უბრალოდ ჩემ აზრს ვწერ ამ ფოტოს შესახებ (და არ ვაბობ ვარგა თუ არა, )ამის შემდეგ შეიძლება ავტორმა მიპასუხოს თავისი საწინაამღდეგო აზრი ან დამეთანხმოს, ამ დროს შეიძლება მესამე პირმა გამოთქვას წინა ორ აზრზე აზრი (მაგარი ქართულით ვწერ), და მერე ყველა თითონ გადაწყვითავს თავისთვის რას ფიქრობს და როგორ. თუ არ გინდა სხვისი აზრის მოსმენა მაშინ შემიზღუდე შეფასება და ითხოვე რომ კომენტარი არ გაკეთდეს. ან დაწერე რო მარტო კარგი კომენტარი მინდა, აბა ასე სადაა. ნუ რაც შეეხება უზრდელურ კომენტარებს ან ადამიანის დამცირებას ეს სულ სხვა თემაა. მემგონი საკლასო ოთახის სტუმრებმა რო მოიმატოს და ცოტა ლიტერატურის მკითხველმა, სიტვაცია უფრო კარგად იქნება, და ბოლობოლო ასეც იქნება