როდესაც ადამიანი სტუდიაში იღებს რაღაცას მაშინ ... შეუძლია გადაიღოს ფოტოები დამატებით, ანუ იქ მოაცილოს ჩრდილი, გამოწიოს სკამი მოდელს შეაცვლევინოს პოზა და ასე შემდეგ ,,,
ძალიან ხშირია ბოკეზე შენიშვნები დაახლოებით ასეთი ...
- " ეს შნური აქ რომ არ ყოფილიყო ..." - "მაღლა სივრცე რომ ქონოდააა... " - "ჩიტი ცოტა იქით რომ გაფრენილიყოოო... " - " ეს ძაღლი იქით რომ ჩაკუზულიყოოო... "
როდესაც საქმე ეხება დიაფრაგმის გახსნას ან iso-ს მომატებას ან ასე შემდეგ კიდევ მიღებულია ...
მაგრამ როდესაც ვერ ასწრებ ვერაფერს, წამები გაქვს გენიალური ფოტოს გადასაღებად და ვერც დენის კაბელს გადახერხავ იმისათვის, რომ მერე არ გითხრან ის შნური რატომ არის იქო??? ეს ცოტა დამაფიქრებელია
რაც შეეხება ფოტოშოფს კი გასაგებია იქ დაკლონავ შნურს იქ ფერსაც მოუმატებ ჩრდილსაც მოხსნი ლუდსაც დააჭერინებ მოდელს მაგრამ ეგ უკვე კომპ.გრაფიკა გამოდის ხომ?
მე იმას არ ვამბობ კომპ.გრაფიკა ცუდი არის თქო, კარგია მაგრამ მე პირადათ ვერ ვუმუღამებ , მაპატიეთ პა ჟარგონაჩკი გამომდის,
ასე რომ როდესაც ფოტო დაიდება ძალიან მინდა რომ არ დაიწუნოთ თუნდაც შნურის გულისთვის ...
მაინტერესებს თქვენი აზრები, ნუ სანამ თემას აცოცხლებენ გთხოვთ იაქტიუროთ ,იმიტომ რომ ბევრი აქაურისგან გამიგია მსგავსი საუბრები,
ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ, თუნდაც ვიკამათოთ მაგრამ ყველაფერი მეგობრულად ! არანაირი ტრამ ტარარარა რამ ...
ჩემი აზრით სტუდიურსაც ჭირდება წამი, გასაგებია რო შუქს აყენებ და სცენას დგავ, მაგრამ იმ მოდელს რომელსაც გადაუღებ, პირველივე კადრიში მოგეცონება მისი ხასიათი ან მიმიკა? გადაღების პროცესში შეიძლება 1 წამით მიიღოს ის მიმიკა რაც შენ შეიძლება გინდოდეს და რაც მერე შეიძლება ვეღარ დაიჭირო საერთოდ ხოდა ჩემი აზრით ასევეა დანარჩენზეც, გასაგებია რო შენ შორ გზაზე წახვედი, ბერი იარე , ბევრი კარგი ემოცია იყ და გინდა რო კარგი ფოტო გადაიღო და რო დაბრუნდები ყველას აჩვენო, მაგრამ. არ გაგიმართლა ამ მოგზაურობის დროს, არ შეგხვდა ამ დღეებში ნორმალური განათება, ნორმალური :ადგილი" რო ნორმალური კომპოზიცია აგეწყო, მაგრამ ტყუილად ხო არ გაჩერდებოდი, ადექი და გადაიღე, მერე ჩამოხვედი და აქ ვიღაცა გიწუნებს, ამ იმ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ეხლა მოვიგონეთ ეს "წამი", მე თუ მკითხავ სისულელეა, ზუსტად ეს არის რომ იმ წამში უდნა გაგიმართლოს ყველაფერმა ერთად, და მაშინ გამოვა ის რაც გვინდა. და ეხლა იმის ძახილი რო იქ ასე იყო და ეს არ იყო გამართლებად არ მიმაჩნია, ანუ იმის გამართლებად რო ვიღაცამ დაიწუნოს და დავიწყოთ იმ წამში სხვა გზა არ იყო, თუ არ იყო სხვა გზა არ გადაგეღო ბატონო და თუ გადაიღე მაშინ მომეცი უფლება შევაფასო, კარგი ავტორს არ დავაბრალებ და ამინდს დავაბრალებ