როდესაც ადამიანი სტუდიაში იღებს რაღაცას მაშინ ... შეუძლია გადაიღოს ფოტოები დამატებით, ანუ იქ მოაცილოს ჩრდილი, გამოწიოს სკამი მოდელს შეაცვლევინოს პოზა და ასე შემდეგ ,,,
ძალიან ხშირია ბოკეზე შენიშვნები დაახლოებით ასეთი ...
- " ეს შნური აქ რომ არ ყოფილიყო ..." - "მაღლა სივრცე რომ ქონოდააა... " - "ჩიტი ცოტა იქით რომ გაფრენილიყოოო... " - " ეს ძაღლი იქით რომ ჩაკუზულიყოოო... "
როდესაც საქმე ეხება დიაფრაგმის გახსნას ან iso-ს მომატებას ან ასე შემდეგ კიდევ მიღებულია ...
მაგრამ როდესაც ვერ ასწრებ ვერაფერს, წამები გაქვს გენიალური ფოტოს გადასაღებად და ვერც დენის კაბელს გადახერხავ იმისათვის, რომ მერე არ გითხრან ის შნური რატომ არის იქო??? ეს ცოტა დამაფიქრებელია
რაც შეეხება ფოტოშოფს კი გასაგებია იქ დაკლონავ შნურს იქ ფერსაც მოუმატებ ჩრდილსაც მოხსნი ლუდსაც დააჭერინებ მოდელს მაგრამ ეგ უკვე კომპ.გრაფიკა გამოდის ხომ?
მე იმას არ ვამბობ კომპ.გრაფიკა ცუდი არის თქო, კარგია მაგრამ მე პირადათ ვერ ვუმუღამებ , მაპატიეთ პა ჟარგონაჩკი გამომდის,
ასე რომ როდესაც ფოტო დაიდება ძალიან მინდა რომ არ დაიწუნოთ თუნდაც შნურის გულისთვის ...
მაინტერესებს თქვენი აზრები, ნუ სანამ თემას აცოცხლებენ გთხოვთ იაქტიუროთ ,იმიტომ რომ ბევრი აქაურისგან გამიგია მსგავსი საუბრები,
ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ, თუნდაც ვიკამათოთ მაგრამ ყველაფერი მეგობრულად ! არანაირი ტრამ ტარარარა რამ ...
Nikusha23, მე ზოგადად დავწერე : ) კონკრეტულად კომენტარებს რაც შეეხება, მეორედ მოსვლა ხდება : მე რომ ბოკეზე მოვედი, ესეთ კომენტარებს წერდნენ : "ნინო, შენმა ტექნიკურმა ინფორმაციამ გამაკვირვა ექსპონომეტრს პლიუსში რატო ამუშავებ? (ის100 -იან ფირს 75 აყენებ?) 22 დიაფრაგმა რა უბედურებაა? 10X15-ზე დიდი ანაბეჭდის გაკეთება არ გინდა?" "ეს კარგია, მარა შენ უკეთ უნდა აგეგო კადრი, მე ასე ვფიქრობ ისე აწი ჩემიდან კაი სიტყვას ვერ გეიგონებ, თუ ძაან მაგარ ფოტოს არ დადებ შეგიძლია და მიტო : "მე თუ მკითხავთ, არაფრის მოჭრა არაა საჭირო, უკანა ხეები ძალიან უხდება, ვერც გაშავთეთრებაზე დაგეთანხმებით. აი მდინარე რომ ცოტა მეტად ჩანდეს, მგონი გაასწორებდა.".....
მაგრამ ეს იყო ორი წლის წინ დღეს ესეთი დომინირებს კომენტარები: "კარგია" "ხო / არა" "მე არ მომწონს"......
ზოგადად მიდგომა შეიცვალა საიტის და მისი ფუნქციის მიმართ : გალერეა იქცა ალბომად............................ ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, მოუსმინო იმას, ვისი აზრიც გაინტერესებს, დანარჩემნი ყველაფერი გაატარო და დაიკიდო ძალიან მარტივია