როდესაც ადამიანი სტუდიაში იღებს რაღაცას მაშინ ... შეუძლია გადაიღოს ფოტოები დამატებით, ანუ იქ მოაცილოს ჩრდილი, გამოწიოს სკამი მოდელს შეაცვლევინოს პოზა და ასე შემდეგ ,,,
ძალიან ხშირია ბოკეზე შენიშვნები დაახლოებით ასეთი ...
- " ეს შნური აქ რომ არ ყოფილიყო ..." - "მაღლა სივრცე რომ ქონოდააა... " - "ჩიტი ცოტა იქით რომ გაფრენილიყოოო... " - " ეს ძაღლი იქით რომ ჩაკუზულიყოოო... "
როდესაც საქმე ეხება დიაფრაგმის გახსნას ან iso-ს მომატებას ან ასე შემდეგ კიდევ მიღებულია ...
მაგრამ როდესაც ვერ ასწრებ ვერაფერს, წამები გაქვს გენიალური ფოტოს გადასაღებად და ვერც დენის კაბელს გადახერხავ იმისათვის, რომ მერე არ გითხრან ის შნური რატომ არის იქო??? ეს ცოტა დამაფიქრებელია
რაც შეეხება ფოტოშოფს კი გასაგებია იქ დაკლონავ შნურს იქ ფერსაც მოუმატებ ჩრდილსაც მოხსნი ლუდსაც დააჭერინებ მოდელს მაგრამ ეგ უკვე კომპ.გრაფიკა გამოდის ხომ?
მე იმას არ ვამბობ კომპ.გრაფიკა ცუდი არის თქო, კარგია მაგრამ მე პირადათ ვერ ვუმუღამებ , მაპატიეთ პა ჟარგონაჩკი გამომდის,
ასე რომ როდესაც ფოტო დაიდება ძალიან მინდა რომ არ დაიწუნოთ თუნდაც შნურის გულისთვის ...
მაინტერესებს თქვენი აზრები, ნუ სანამ თემას აცოცხლებენ გთხოვთ იაქტიუროთ ,იმიტომ რომ ბევრი აქაურისგან გამიგია მსგავსი საუბრები,
ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ, თუნდაც ვიკამათოთ მაგრამ ყველაფერი მეგობრულად ! არანაირი ტრამ ტარარარა რამ ...
ნიკუშა23-ს ვერ დავეთანხმები სივრცეზე. (ანუ ფანი-ს ვეთანხმები )
კაბელები, ჩიტები და ა.შ. შეიძლება ვერ მოაშორო კადრიდან, მაგრამ გადაღებისას (თუნდაც წამიერი მომენტის შემთხვევაში) უნდა შეძლო კომპოზიციის აწყობა.
აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი თვალით შეხედავ კომენტარს. თუ გაღიზიანებული ხარ და უარყოფითს ელოდები, ნებისმიერი "დადებითი" კომენტარიც კი შეიძლება სხვანაერად აღიქვა.
მაგალითად "კამერას ოდნავ გავწევდი მარჯვნივ" 1. შემთხვევაში შეიძლება რეაქცია გქონდეს - "თუ შეგიძლია უკეთესი გადაიღე" 2. შემთხვევაში კი - "მართალია... მეც უნდა გამეწია"
ამიტომ შენ (ავტორის) იმ მომენტში სულიერ მდგომარეობას და განწყობასაც აქვს დიდი მნიშვნელობა.
ისიც მართალია, რომ ხშირად კომენტარი იწერება იმიტომ, რომ რამეზე გააკეთონ შენიშვნა.
რაც შეეხება რომას დაწერილს, გინდ 4000 მეტრზე გადაღებისას (თუ ამას როგორც "ფოტოგრაფი" იღებ და არა ადამიანი, რომელიც უბრალოდ აღმოჩნდი ლამაზ ადგილას, ფოტოაპარატიტ ხელში) კომპოზიციასაც უნდა მიაქციო ყურადღება და ტექნიკურადაც გამართული კადრი უნდა გადაიღო...
ნუ ეს ყველაფერი ჩემი აზრია და არავისთვის სავალდებულო არ არის