მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
წარმოგიდგენიათ თითქმის ერთი წელია აქ ვარ და არ დამიწერია მე ვინ ვარ !!! ხოდა დღეს ძაააან მაგარ ხასიათზე ვარ და მოგითხრობთ ჩემზე ! ლუიზა მქვია და ვერ ვიტან როცა ლუიჩკას მეძახიან! რატო არ ვიცი ოღონდ ! ჩალათაშვილი ვარ გვარად! ამ შემთხვევაში პრეტენზიები არ მაქვს (რომ მქონდეს რა მერე) ! 19 წლის გახლავართ! როგროც იტყვიან "თინეიჯერობის" ბოლო წელი მაქვს ! რა სამწუხაროა : ( რაც შეეხება განათლებას, იურისპრუდენციას ვეუფლები. ძალიან მომწონს ეს პროფესია და ერთი წამითაც არ მინანია, უფრო მეტიც ეჭვიც კი არ შემპარვია ამ არჩევანში : ) მოკლედ მოწოდებით იურისტი ვარ ! არ მესმის ადამიანების ვისაც ერთი რამე აინტერესბეს და ერთი კუთხით ვითარდებიან, ამიტომ სამართლის გარდა ბევრი რამე მაინტერესებს კიდე (ნუ ამ შემთხვევაში ვახუნას ვერ შევედრები,მარა რას იზამ ყველაფერი შედარებითია - ჩემი საყვარელი ფრაზა, რომელიც ბატონ გია ხუბუას ეკუთვნის ), ერთ-ერთი ასეთია ფოტოგრაფია. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ფოტოების თვალიერება უფრო მიყვარს, ვიდრე გადაღება, ამიტომ ამ მხრივ არაფერი გამეგება ...
ბევრს აღარ დავწერ, უბრალოდ ვიტყვი life is so short... I gotta keep on searching !