მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ჰმ დღეს პირველად მოვხვდი რატომღაც ამ ფორუმზე სრულიად შემთხვევით არც კი ვიცი რატო დავრეგისტრირდი ვინა ვარ და რა მინდა ეგეც არ ვიცი ნუ გეღიმებათ უკვე მართლა არ ვიცი ვინა ვარ ცხოვრებაში იმდენი მეტსახელი მაქ გამოცვლილი რომ მეთვითონ მერევა ვინ ვარ ერთ დროს მორფიკასაც მეძახდნენ სკოლაში არა და ნარკოტიკებთან არასოდეს არაფერი მაკავშირებდა სურათებს იშვიათად ვიღებ საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რას დაინახავს ჩემ სურათებში და ვინ როგორ შეაფასებს ვიღებ იმას რაც მე მომეწონება და რაც გამიხარდება მიყვარს ცხოველები და ფრინველები რომ ჩამოგითვალოთ ერთდროულად რამდენი ჯიშის ცხოველი და ფრინველი მყავდა სახლში მეტყვით შენ ზოოპარკის გამგე უნდა იყოვო მემგონი ნიანგის და ჟირაფის გარდა ყველაფერი მყავდა. აბა რა მექნა, ნიანგი ვანაში ვერ ჩავატიე და ჟირაფი კიდევ გალიაში მიყვარს მდინარე, მთა, ტყე და ბუნება ზღვა ისეთ პონტში დიდად არ ვგიჟდები მიყვარს ხეებისგან რაღაცეების გამოთლა და ხეზე მუშაობა მაგრამ დრო არ მაქ რომ ჩავუჯდე ხოლმე და მაინც როგორ მოვხვდი აქ არ მკითხოთ არ ვიცი
და ერთი კითხვა თუ შეიძლება ვორნით რატომ დამაჯილდოვეთ? არც ისეთი პატივი არ მიმიძღვის კაცობრიობის წინაშე რომ ესეთი ჯილდო დამემსახურებინა
teamat,
QUOTE
აქ დარეგისტრირების პირველივე დღეს ავიკიდე ვორნი (კვადრატში), "ზომებში" ვერ ჩავეტიე და დავდივარ დღემდე ასე "დავორნილი"
მაგას კიდევ რა უჭირს მე პირველივე პოსტზე ავიკიდე თან პოსტიც წამიშალეს