გერმანელი ფოტოგრაფი, ჰერბერტ ლისტი 1903 წელს ჰამბურგის ერთ-ერთ ებრაულ ოჯახში დაიბადა. 1920 წელს, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, გადადის ჰაიდელბერგში, სადაც ოჯახის ბიზნესს, ყავით ვაჭრობის დეტალებს ეუფლება. ამასთან ერთად ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის სწავლასაც ახერხებს . საოჯახო ბიზნესში 1924 წლიდან ჩაება, მოიარა ბრაზილია, გუატემალა და კოსტა რიკა. 1929 წელს კი ჰამბურგში დაბრუნდა და კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას ჩაუდგა სათავეში. აქ ის ახალგაზრდა ფოტოგრაფ, ანდრეას ფაინინგერს დაუმეგობრდა და აქტიურად ჩაება ქალაქის ავანგარდ ხელოვანთა წრეში. ლისტის ადრეულ ფოტოებში საკმაოდ ხშირია მამაკაცის სხეულის და ორმაგი ექსპოზიციის სურეალისტური ექსპერიმენტები. 1935 წლიდან, ნაცისტური მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად კომპანიის სადავეები ძმას გადააბარა და საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც მისი პირველი ფოტოგამოფენა მოეწყო. 1936 -დან 1940 წლამდე მუშაობდა ისეთი ჟურნალებისთვის, როგორიცაა Harper's Bazaar, Vogue, და Life. ამ პერიოდში ის რეგულარულად მოგზაურობდა საბერძნეთს, იტალიასა და საფრანგეთს შორის, მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად კი საბოლოოდ საბერძნეთში დასახლდა. მას მერე რაც გერმანელებმა საბერძნეთამდეც მოაღწიეს, ის იძულებული იყო გერმანიაში დაბრუნებოდა. მუნხენში დასახლდა, მაგრამ 1942 წელს, როგროც ნახევრად ებრაელი და ჰომოსექსუალი, ის ჯარში იძულებით გაიწვიეს, სადაც რუქების შემდგენად მუშაობდა. ომის დამთავრების შემდეგ, მაგნუმის სააგენტოს ასოცირებული წევრობა შესთაცაზეს.1965 წლიდან ხელი აიღო ფოტოგრაფიაზე და ისევ მხატვრობას დაუბრუნდა. დღეს ის ალბათ ყველაზე ცნობილია მისი სკანდალური წიგნით, Junge Männer. 1975 წლისთვის, როდესაც ის მუნხენში გარდაიცვალა, მისი შემოქმედება თითქმის სრულებით იქნა მივიწყებული. ინტერესი მისი ფოტოებისადმი განახლდა Monacelli Press-ის მიერ ლისტის მონოგრაფის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც 250 მისი ფოტო 5 სექციად იყო დაყოფილი : Metaphysical Photography, Ruins and Fragments, Eros and Photography, Portraits, and Moments.
არ ვიცი ვინაა ის შენი კინოშნიკი, მაგრამ ერთი ჩემი ნათესავი პირადად იცნობდა ვისკონტის ხოდა არაფერი მსგავასი არ უთქვამს არასდროს
კაი ფოტოები კი აქვს და გინდა ვისკონტის იყოს და გინდა ტარკოვსკის
მაინც ტყუილია
ეგღა აკლდა ვისკონტის შენი ნაცნობისთვის მოეყოლა თავისი ბავშვობის ცოდვები 10 წელი იწვალა საწყალმა მიტერანმა მაგის გასარკვევად.ვისკონტი, როცა ბერლინში იყო მაშინ ყავდა და მერე ჰერბერტამ მიატოვა ამრეიკის კონტინენტისკენ გაეშურა მიტერანზე კინოშნიკი დღესდღეისობით ბევრი თუ იცი ეგაც დაწერე
ეგღა აკლდა ვისკონტის შენი ნაცნობისთვის მოეყოლა თავისი ბავშვობის ცოდვები 10 წელი იწვალა საწყალმა მიტერანმა მაგის გასარკვევად.ვისკონტი, როცა ბერლინში იყო მაშინ ყავდა და მერე ჰერბერტამ მიატოვა ამრეიკის კონტინენტისკენ გაეშურა
მოდი ჯერ გაარკვიე ვიზე ვამბობ და მერე თქვი ხოლმე, კარგი?
Barry
QUOTE
ჰა ეხლა. რა გადაუწყვიტეთ ამ პატიოსან კაცს?
გადავუწყვიტოთ რო... რუბლ'ს ლაილიკო ჩამოვა
LilacWine შენ ხო იცი, რუკი მასტერა ვიდაიუტ? ი გლაზ ტოჟე არი აქ კაცური თვალით გადაღებული ფოტოები