მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
მე ვარ თინათინ მაჭავარიანი 20 წლის.ვსწავლობ საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებზე(საბანკო საქმის განხრით).დავიბადე და გავიზარდე თბილისში. არ ვარ გათხოვილი მაგრამ მყავს შვილობილირომელზეც ვგიჟდები და ისიც ასევე გიჟდება ჩემზე. მისამართები ალბათ არაა საჭირო. ჰობს რაც შეეხება მალე ვიბეზრებ ყველაფერს ერთადერთი რაც დიდი ხანი მიტაცებდა ჰერბარიუმის გაკეთება იყო.საკმაოდ დიდი კოლექცია მქონდა და ბოლოს ბიოლოგიის მასწავლებელს ვაჩუქ. ფოტოგრაფიით სულ რამოდენიმე თვეა რაც დავინტერესდი ისიც ჩვენმა მეგობარმა აილახვარმა დამაინტერესა მოკლედ მგონი ბევრი და უაზრობა ვილაპარაკე