შაბათის მთვარის დაბნელება - ,,წლების მანძილზე საუკეთესო"
სპეციალისტების თქმით მთვარის დაბნელება, რომელიც მიმდინარეობდა შაბათ ღამეს, ერთ ერთი საუკეთესო დაბნელება იყო მრავალი წლის მანძილზე.
დაბნელება დაიწყო ჩვენი დროით 21:18 სრულად დაბნელდა ჩვენი დროით 00:58
მთვარის დაბნელება ხდება როცა მზე, დედამიწა და მთვარე ჩაეწყობიან თითქმის იდეალურად სწორი ღერძზის გასწვრივ.ამ დროს მთვარის ზედაპირზე აღწევს მზის სინათლის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც აირეკლება დედამიწიდან და გაივლის მის ატმოსფეროში.რის შედეგადაც მთვარე მოწითალო ფერს იღებს.
მთვარის დაბნელებაზე - მზისგან განსხვავებით - თავისუფლად შეიძლება დააკვირდეთ შეუიარაღებელი თვალით, ყოველგვარი დამცავი მინების გარეშე , ვინაიდან მთვარის სიკაშკაშე ამ დროს უფრო ნაკლებია ვიდრე ნორმალური სრული მთვარის დროს.
დაბნელება ყველაზე კარგად ჩანდა ევროპის მთელი ტერიტორიიდან, სამხრეთ ამერიკაში, აშშ-ს აღმოსავლეთ რაიონებსა, კანადაში და ვაკეში, ჩემი სახლის აივნიდან
Raulito, ზურაჯან ძალიან ბევრი კომბინაცია ვცადე, მთვარის დაბნელება პირველად გადავიღე და თან გამახსენდა დაბნელებამდე 10 წუთით ადრე, ამიტომ მომზადება ვერ მოვასწარი, ვერც ვერაფერი წავიკითხე წინასწარ. ნიკუშას შტატივი დავდგი აივანზე, დავამაგრე კამერა და ტროსიკით გადავიღე ყველა ფოტო, მიუხედავად ამისა ცოტა სმაზი ზოგან მაინც არის, ალბათ ცოტა ნიავი იყო და მე ვერ შევამჩნიე. ისე რამდენიმე ფოტოს ექზიფს დავდებ ეხლა ვრცლად და გადახედე თუ გაინტერესებს.