მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
როგორ მოვხვდი ბოკეზე-მეგობრის სურათებზე მითხრეს ბოკეზეაო,შემოვედი და დავრჩი. საინტერესო ხალხია აქ.
სახელი გვარი-ნინა სიფრაშვილი ნიკი-ნინასიფრა,გვარი შევიმოკლე,მაგრამ პასპორტს რა ვუყო 26წლის ქიზიყელი მორიელი ვამაყობ მორიელობით,მიმაჩნია რომ მორიელი ფსიქოლოგიურად ყველაზე ძლიერი ზოდიაქოა ქიზიყელობითაც ვამაყობ ჩვენ უბატონო ხალხი ვართ აბაამაგრამ ქიზიყში ჩემი ფეხის ზომა მიწა არ მოიპოვება რომ ბოლომდე დავტკბე
მამა არქიტექტორი მყავს და მისი რჩევით ჩავაბარე არქიტექტურულზე,თორემ იმდენი რამ მინდოდა...ჩემი აუხდენელი ოცნება წარსულში დარჩა თამარ მეფის საფლავის პოვნა და ქირურგია!მაინც გავუმართლე,იმედები ჰოოდა ეხლა ვარქიტექტორობ კერძოდ.
ინტერესის სფეროს რაც შეეხება არქიტექტურის და დიზაინის გარდა მკვდარი ცივილიზაციები და ამოუხსნელი მოვლენები,ფსიქოლოგია,რელიგიები და მძიმე თემაა მაგრამ ისტერიულად მაინტერესებს ტამპლიერები,სიონის საძმო,მასონები და ის,ყავდა თუ არა იესოს ცოლი... მოკლედ ვიქექები წარსულში
აი ფოტოგრაფია კი ჰობი კი არა უფრო ჩემი მძაფრი სურვილია სწრაფად აღვნიშნო ფირზე მომენტი და შევინახო. თუმცა ჯერ ჩემი მოწონებული სურათი არ გადამიღია დავდივარ HP ციფრულით და ვიღებ მაგრამ...