მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
დიდი სიამოვნებით აგყვები თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ გუშინ გავწევრიანდი და აზრზე არ ვარ ვინ და როგორ, რისთვის ან რისი გულისთვის? ყველას მოგესალმებით და სიამოვნებით გავიცნობ ყველას, მეთვითონ კოსტა მურვანიძე 27 წლის ტელერეჯისორი ვარ და რეკლამებს ვიღებ უმეტეს წილად, ფოტო ხელოვნება ასევე ჩემი ცხოვრების თანამგზავრია მაქვს 40-მდე რეკლამა და 6 დოკუმენტური შემეცნებითი ფილმი გადაღებული 2 ბილბორდი ჩემი ფოტოთი და ბევრი ფოტო ნამუშევარი, ამჟამად NY-ში ვარ და ქალაქს ვითვისებ მიყვარს ბუნება (რომელიც აქ ნაკლებად) და გოგოებიი (რომელიც აქ იცოცხლე!!!) ყველას კიდევ ერთხელ მხურვალე სალამი from NYC