მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ვააა, ეს ტოპიკი არ ვიცოდი, იდეა ძალიან მომეწონა მოკლედ ვარ ირინა ტყემალაძე როგორც გადმოცემით ვიცი, დავბადებულვარ 1979 წლის 20 დეკემბერს, რუსთავში, სკოლაც იქ დავამთავრე პროფესიით ვარ ფსიქოლოგი, ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევების კომპანიაში ჩემი ყველაზე მთავარი ჰობია მთაში და ტყე-ღრეში წანწალი, იყო დრო, როცა ალპინისტობაზეც მქონდა პრეტენზია მერე მთაში სიარულმა თავისთავად მოიტანა ფოტოგრაფიის სიყვარული, ამ სფეროშიც მაგარი მეგონა თავი, (ისე ზენიტით უფრო კარგად ვიღებდი ) ერთი- ორი საცოდავი ფოტო დავდე ბოკეზე და კინაღამ თან გადამაყოლეს მერე ზოგიერთები რომლებსაც ცოტა არა უშავდა რატომღაც წამიშალეს (არ ვიცი ვინ და რატომ, მაგრამ გამოძიებაც არ დამიწყია ხოდა ეხლა ვარ ასე, ვტკბები სხვისი ნამუშევრებით, ვპოსტავ კომენტარებს და იმედს ვიტოვებ, რომ "ჩემს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული"