მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ვასო გაბუნია 45 წლის პროფესია _ ბიოლოგი ვმუშაობდი პალეონტოლოგიაში, მოვიარე სსრკ_ს თითქმის ყველა გრძედი და განედი. 91 წლიდან ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის განყოფილება, სატელევიზიო სამსახურის უფროსი, სტუდია პილიგრიმის დირექტორი. დოკ.ფილმების სცენარისტი, რეჟისორი, ზოგჯერ ოპერატორი.
ჰობი და პროფესიები გადაჯაჭვული _ ეკოლოგია, ბუნება, ვიდეო და ფოტო გადაღება.
ინტერესები _ საიდუმლო ორდენები (ტამპლიერები, როზენკრეიცერები, შარაძეს არ გააგებინოთ _ მასონები), სიმბოლოები, რელიგიები და ტრადიციები, გეოლოგია, ასტრონომია, პოლიტიკა.
შესაბამისი ლიტერატურა+სამხრეთამერიკული და 20 ს. რუსული ლიტერატურა, ცალკე ედგარ პო. 60-80-იანი წლების როკი, ცალკე როჯერ უოტერსი, ყველანაირი ჯაზი და კლასიკური კლასიკა. იტალიური, რუსული და ქართული კინო.
ცოლი, ორი გოგო და ერთი შვილიშვილი. ცალკე კესო (Irish setter).