მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
რატომრაც დღეს მომინდა მეც დამეწერა ცოტა რამ ჩემს შესახებ ნიკი: ეთუშკი სახელიც ეთუშკი არ მიყვარს ჩემი სახელის ოფიციალური ფორმა ასაკი: ჯერ-ჯერობით 22 პროფესია: ტურიზმის მენეჯერი ძალიან მიყვარს მოგზაურობა და სიახლეები და შემიძლია თამამად გითხრათ რომ ინდოეთით ვარ მოწამლული კიდე მიყვარს ბისერებით, ლამზი ქვებით და როგორც ჩემი ძმა იტყოდა ათასი ხარახურისგან ლამაზი ნივთების გაკეთება, რომლებსაც ხშირად სხვებს ვჩუქნი რაც შეეხება ფოტოგრაფიას, მიყვარს ლამაზი, ემოციური სურათები, ხო კიდე უზომოდ მიყვარს გაზაფხული, რომელიც ეხლა ძალიან მენატრება,
..........გაგრძელება.........(დასწყისი იხილეთ ზემოთ ) საყვარელი წიგნი: ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა", და რიჩარდ ბაჰის "თოლია ჯონათან ლივინგსტონი" ფერი: წითელი, ბოდიშით მაგრამ ვერ ვიტან ვარდისფერს მუსიკა: დიდი სიამოვნებით ვუსმენ pink floyd-ს, და საერთოდ კლასიკურ როკს მიყვარს ჩაი ჩემი დიდი ჩაის ჭიქით, ანუ "ბოჩკით", ოჯახი ასე უწოდებს მიყვარს მინდვრის ყვავილები ...და... გაზაფხული ეხლაც ძალიან მენატრება P.S. შეიძლება კიდევ ერთხელ "გვაგრძელო"