მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ხო ესეიგი მე კაი ხანია ბოკეს წევრი ვარ უბრალოდ რატომღაც აქამდე არ გამჩენია სურვილი საკუთარი მონაცემების სინათლეზე გამოტანის' . მქვია ნინო ვარ 1985გოდა დავამთავრე საქ.ტელერადიომაუწყებლობა, პროფესიით ჟურნალისტი(ფოტოკორესპოდენტი გახლავარ-თ ,ვმუშაობ მარა სად არიკითხო ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ეს არაა ჰობი ან რაღაც გატაცება- ესაა ის რისი თქმაც მსურს და სიტყვებით ვერ გადმოვცემ..ოოდა ვიშველიებ აპარატს(და ხშირ შემთხვევაში წინასიტყვაობასაც ხო ისე ჩემი ყველაზე დიდი ნაკლია თავმდაბლობა ,აგრესიულობა და ემოციური შტრიხი ხასიათში .ხო კიდევ ვწერ სცენარებს ,ვხატავ ,ვმღერი ვუკრავ (ხშირ შემთხვევაში ნერვებზე და ნუ ჩემებურად ვებრძვი ყოველდღიურ ერთფეროვნებას. კიდევ რა შემილია ვთქვა გარდა იმისარომ ყველას ძალიან დიდ პატივს გცემთ აქ და დიდ მადლობას მოვახსენებ ამ კლუბის დამაარსებლებს