მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ასტე: ე.ი მე ვარ MaStErOFmAsTeRs იგივე ლაშა გვაზავა !!! ნიკი რო არაფრად არ ვარგა მეც ვიცი თუმცა 2 თვის წონ როცა დავრეგისტრირდი ბოკეზე ფოტოგრაფია მაინტრერესებდა კი არა და საერთოდ რა მუღამი აქ თქო სურათების გადაღებას ვფიქრობდი და ნიკიც რაც თავში პირველად მომივიდა ის დავიქრვი თუმცა სულ მალე მილნიცა canon-ი და მერე უკვე ზენიტიც ვითრიე და ეხლა ნელ-ნელა ვუმუღამებ ფოტოგრაფიას........
დავიბადე 1990 წლის 14 იანვარს თბილისში..... ანუ ვარ 17 წლის!!!!!!
წელს ვამთავრებ სკოლას რაც ძალიან არ მინდა და გული მწყდება, მაგრამ ეჰ რას იზამ.........
წელსვე ვაბარებ ეროვნულ გამოცდებს რის გამოც მაქ საშინელი წელი დაჟე გამოფენის გახსნაზეც ვერ მივედი რაზეც ძალიან მყწდება დღემდე გული კიდე რა, ჯერ-ჯერობით არავის პირადად არ ვიცნობ ბოკეზე.... ინტერნეტში გაცნობას არ ვგულისხმობ, თუმცა იმედია მალე გაგიცნობთ ძალიან ბევრს.......
ვაპირებ ჩავაბარო ეკონომიურზე, სად ზუსტად არ ვიცი 2 ვარიანტი მაქ ან CSB ან GAU.........
Added @ კიდო რა, მიყვარს ხარისხიანი მუსიკის მოსმენა ჟანრი რეპის გარდა ნებისმიერი!!!! თუმცა უფრო როკი და მინიმალი..........
ვარ ფეხბურთის უდიდესი გულშემატკივარი. 6 წლიდან ვარ ბარსას ფანიიიიიიიი!
წელს შეიძლება 11 მარტს მოვხვდე ნოუ კამპზე ბარსა-რეალის თამაშზე ეს თუ მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდ ოცნებას ავიხდენ ჩემს ცხოვრებაში.........
ხო ნუ კიდე იასნია რო დასაოჯახებელი ვარ და პერსპექტივაც არ ჩანს ჯერ-ჯერობით (მიხვდით ხო ნამიოკს??????????)
კიდე რა.........ადამიანში ყველაზე მეტად მაღიზიანებს პირფერობა და ცინიზმი!!!! თუმცა როგორც პ. დანინომ თქავა >>> ცინიკოსებს ვუწოდებთ მათ ვინც იმას ამბობენ, რასაც ჩვენ ვფიქრობთო <<< იავიცი იავიცი...........
კიდე მიყვარს ლექსები და გამონათქვამები ოღონდ მე თვითონ არ, უფრო სწორედ ვერ ვწერ
ხო სასმელიც მიყვარს. უფრო ღვინო. ადრე ვიძახდი რო სასმელს კარგად ვიტან და ძნელად ვთვრები მეთქი,მაგრამ ამ ახალი წლის შემდეგ მაგ თემაზე ლაპარაკი მრცხვენია უკვე
კაროჩე რა ესა ვარ ვინცა ვარ
თუ ვინმეს რაიმე კითხვა გექნებათ ან უბრალოდ გასაუბრება მოგინდებათ PM-ში მომწერეთ ან მიწერია ჩემს პროფილში იაჰუ მესენჯერის ID და იქ
მოკლედ აბა მე მოვრჩი და ეხლა თქვენი ჯერია.............
ხო კინაღამ დამავიწყდა უდიდესი მადლობა ეკატერინას ასთი საინტერესო ტოპიკისათვის