მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ნიკი: Gubazi მაგრამ სახელი ჩემი ძალიან შორსაა ჩემი ნიკისგან: ლევანი მქვია, გოჩიტაშვილი ვარ გვარად... ამჟამად კი თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ვცხოვრობ, მაგრამ მაინც ბოდბელი ვარ რა... მე თავს ეგრე ვთვლი და მაკმაყოფილებს.... ალბათ იმიტომაც მაკმაყოფილებს, რომ მეამაყება რომ ქიზიყელი ვარ!
დავიბადე 87-ში 9 იანვრის დილაუთენიას... (ბოკეზე დაბადებისდღე უკვე მომილოცეს )
მთელი ცხოვრებაა ინტერესის სფეროს ვეძებ: ადრევე მივხვდი რომ მარტო ფეხბურთის სიყვარული კარგას არაფერს მომცემდა ცხოვრებაში... დავრჩებოდი ფსკერზე...
ეგ იყო ESM-ში ჩაბარების მთავარი მიზეზი.... დიდად სწავლაზე ვგიჟდებიო ვერ ვიტყვი მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა მაქაჩინებს რომ არ გამრიცხონ...
ფოტოაპარატი რა იყო მაშინ გავიგე, სამსახურში რომ მითხრა ჩემმა შეFმა: დღეს ლევან ფოტოაპარატის საყიდლად უნდა წავიდეთო...
ის დღე თან მიყვარს, თან არ მიყვარს: გამოუცდელებმა kodak P880 ვიყიდეთ და ახლა გული მწყდება აშინდელ უცოდინრობაზე: სასახურის ფული იყო და გვეყიდა რაიმე უკეთესი, მე მეტი სარგებელი მექნებოდა
ნუ ვმუშაობ I კურსიდან: ჩემ თავს ვუთხარი "რასაც ისწავლი ის თუ ცხოვრებაში არ გამოცადე, მალევე დაგავიწყდება და წყალში ჩაგეყრება ამხელა დრო და ამაგი თქო" ხოდა მას მერე მიწევს წვალება რო არც ინსტიტუტიდან გამრიცხონ და ჩემ ჯიბესაც სარჩო არ მოაკლდეს... ვერ ვიტან ოჯახში ფულის თხოვნას....
ისე მესამე კურსზე ვარ, სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობ თუ ბეტონის ქარხანაში, ჯერ ვერ გამირკვევია, ერთი ის ვიცი რო მარკეტინგში ვარ და სანამ ჩემ აპარატს არ ვიყიდი მანდ ვიქნები კაკ მინიმუმ
იასნია დასაოჯახებელი ვარ, მაგრამ არც ისე შორს ვარ მაგ მდგომარეობიდან: ..... ..... .... .... ..... ..... რაღა დაგიმალოთ და ნინოზე საუბარი არ მინდა სახალხოდ
და ისე ყველა ფოტოს მას ვუძღვნი ყოველთვის
ფეხბურთიო ვახსენე და ყრმობიდან მანჩესტერ იუნაიტედის ფანი ვარ და ვიქნები ყოველთვის, ერთგული ვარ და იმიტომ!
ხოდა ესეა ეს ამბავი და დასტოინ კანეცს ვეღარ ვფიქრობ და მშველელი კიდე არ მინდა...