MIKA ნაწილობრივ გეთანხმები, ეს არაა ნახატები, ალბათ უფრო ნახაზია, მაგრამ ამ ნამუშევრებში დევს რეალურისა და ირეალურის თავისებური და ძალიან ნიჭიერი აღქმა, რაც ალბათ მხოლოდ მათემატიკოსს ან ფიზიკოსს შეეძლო მოეხერხებინა. თუმცა რაციონალიზმი ამ შემთხვევაში არა მგონია დამღუპველი იყოს, აქ რაციონალიზმი მხოლოდ არსებულის შეცნობის სურვილითაა ნაკარნახევი.
სწორედ ამიტომ ვთქვი თავიდანვე, არ ვიცი რამდენადაა ეს ნახატები აქ განსახილველი-თქო. ეს ალბათ ფიზიკოსებთან და მათემატიკოსებთან ერთად უნდა იხილებოდეს დროისა და სივრცის თეორიებთან ერთად.