მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ეხლა ვნახე პირველად ეს თემა და გადავწყიტე დამეწერა ცოტა რამ ჩემს შესახებ.... მე ვარ ნიკა ცისკარიშვილი, დავიბადე 1986 წლის 29 ნოემბერს, დავამთავრე 61 სკოლა, ამჟამად ვსწავლობ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში(IBSU), მესამე კურსზე... დავდიოდი კალათბურთზე და ცურვაზე, მაგრამ ეხლა ვეგარ ვახერხებ... მიყვარს ბევრი რამ ცხოვრებაში.. ზოგადად ლამაზად, რწმენით ცხოვრება და სიყვარული მიყვარს..... მიყვარს სპორტი, განსაკუთრებით კალათბურთი, ფრენბურთი და ფეხბურთი რა თქმა უნდა... რაც შეეხება ჩემი და ბოკეს ურთიერთობას, მაგრად მომწონს ეს საიტი, უკვე სამი თვეა აქ ვარ.... ერთხელ სრულიად შემთხვევით მოვხვდი ბოკეზე, მომეწონა და დავრჩი... მაგრამ სამწუხაროდ სულ ერთი-ორ ადამიანს ვიცნობ აქ და დიდი სურვილი მაქვს თქვენი გაცნობის..... მეტი... ალბათ აღარაფერი.... მოკლედ ეს არის....