მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
არ ვიცი რამდენად აქვს აზრი მეცხრე გვერდის ბოლოში რომ ვწერ მაგრამ რავიცი, მოკლედ მაინც ვცდი...
ნიკა ვახანია. ახლა 19 წლის ვარ. ვსწავლობ ჯავახიშვილში სტრუქტურულ ლინგვისტიკაზე. ჰობებს რაც შეეხება ესაა ცურვა და ველოსიპედი.
ამათზე ბევრად მაღლა ვაყენებ ხეტიალს მთაში და მსგავს ადგილებში. ასევე მუსიკას - ვარ ბასისტი, ვუკრავ პიანინოზე; ვუსმენ პროგრესიულ როკს, (king crimson, elp, genesis, yes....) ჯაზს (pat metheny და აღარ გავაგრძელებ ) და ზოგჯერ კლასიკას. (ბახზე მაბოდებს)
არ ვმუშაობ მაგრამ იმასაც ვხვდები რომ ასე დიდხანს აღარ შეიძლება...
ჩემს ცხოვრებაში ფოტოგრაფიას და ხატვას ძალიან დიდი ადგილი უკავია მაგრამ დიდი ხანია ეს ცოტა მტკივნეული თემაა - მე არ ვიცი რეალურად რა ადგილი უკავია....
რაც შეეხება ოჯახურ მდგომარეობას - მას მერე რაც მთელი სექტემბერი სადღაც შორს რობინზონ კრუზოსავით მარტო ვცხოვრობდი, მგონი გადავეჩვიე ხალხთან ახლო ურთიერთობას ჰოდა დიდი ასოებით SINGLE