მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
riko ომარ ფხაკაძე, დავიბადე 1974 წლის 16 იანვარს, ქ. თბილისში დავამთავრე 55 საშ. სკოლა მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები: სპორტის ოსტატი, საბჭოთა კავშირის მრავალგზის პრიზიორი, ყოფილი საბჭოეთის ნაკრების წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ველოსპორტში.(ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა ) პროფესია: 1. სახ. ბიუჯეტი(სახ. უნივერსიტეტი) 2. სამართალმცოდნე(საბაჟო აკადემია) ვმუშაობ გერმანული ფირმის წარმომადგენლობაში ჰობი: ........ 1. ექსტრიმი: მოტოციკლეტები, მანქანები, კატერები, თვითმფრინავები და ყველაფერი რაც შიდა წვის ძრავაზე მუშაობს(რაც ჩამონათვალშია, ყველაფერს ვატარებ); 2. ველოსიპედი(ნეტა რატომ?) და საერთოდ სპორტი; 3. თხილამური(თოვლის და წყლის); 4. დაივინგი; 5. ნადირობა და თევზაობა; 6. მოგზაურობა; 7. და რა თქმა უნდა ფოტოგრაფია(ოღონდ ჯერ ჩაინიკი ვარ ამ სფეროში)
ოჯახური მდგომარეობა: მყავს ცოლი და ორი შვილი.
მოკლედ ძაან ბევრი დავწერე თუ კიდევ რამე გამახსენდა დავამატებ