მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ვანიჩკასი არ იყოს, მეც დავწერ ხელახლა, და ცოტა უფრო ვრცლად ;-)
როგორც უკვე წლინახევრის წინ ვთქვი, ვარ ეკა ონიანი (და არა ეკატერინე, ან ეკატერინა) იყო დრო ეკატერინეს რომ მეძახდნენ, გვერდზე გამყავდა, საქმის გასარჩევად, ვინაა შენი ეკატერინეთქო კატოზეც მაჟრიალებდა
ახლა ისე შევეჩვიე, ვფიქრობ, ხომ არ გადავირქვა, სამოქალაქო რეესტრიც გვერდით მყავს ; )
ძირითადი საქმიანობა ამჟამად ნახევრადსახელმწიფო სექტორში სამართლებრივი პროექტების კოორდინირებაა, და იურიდიულ რჩევებსაც ვიძლევი, ხანდახან
კიდე თუ ვინმეს ფონდის რეგისტრაცია დაგჭირდეთ, ან ლეგალიზაცია, ან გვარის შეცვლა, პასპორტი და მოქალაქეობა, დამირეკეთ, არ მოგერიდოთ, მაგაზე სასიამოვნო ჩემთვის არაფერია, და არც იმათთვის, ყოველდღე რომ ვაწუხებ
კიდე ვსწავლობდი ჯერ 51-ე საშ. სკოლაში, შემდეგ თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ ასპირანტურაში და ახლა მგონი დოქტორანტურაში ვსწავლობ წესით მეც ვერ გამირკვევია წესიერად, ხოდა თუ დავამთავრე დოქტურანტურა 2 წელიწადში, და დავიცავი დისერტაცია (დესერტაციითურთ ;-) ), კი გავხდები დოხტური და გიმრკუნალებთ, დაიუ ჩესტნოე სლოვო
ამ ყველაფერთან ერთად, ვგიჟდები ფოტოგრაფიაზე, არა ფოტოგრაფიაზე ისე პროფესიის არჩევამდეც ვგიჟდებოდი, ხოდა ალაგ ალაგ ვიღებ ფოტოებს, ოღონდ თუ ხასიათზე ვარ.... მაქვს Canon EOS 350D და ფირის აპარატის პოლნი წილში ვუზივარ ვანიჩკას აი ზეგ ჩემს მეგობარს უნდა გადავუღო, ქორწილი აქვს და ვნახოთ რა გამომივა
კიდევ მიყვარს ყველანაირი მუსიკა, ოღონდ მართლა, როკიც, ჯაზიც, ხალხურიც, კლასიკაც და რეპიც, დაჟე პაპსაც, მაგალითად ვგიიიჟდები მადონაზე
კიდევ მიყვარს ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანები, და ვერ ვიტან უნიჭოებს, შურიანებს და ბოღმებს, ბრრრრ...
ხო, კიდევ მიყვარს ბეევრი ბევრი ხალხის გაცნობა და ლაპარაკი