მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ძალიან საინტერესო ადამიანებს გავეცანი მე გახლავართ ნატალია მინდიაშვილი, მხატვარ დიზაინერი. დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემია, ვმუშაობდი რუსთაველის თეატრში, ამჟამად ვმუშაობ საპროდიუსერო კომპანია თაგის არტში,ისე საკმაოდ სერიოზული პროექტები გვაქვს განხორციელებული, მათ შორის სეზარია ევორას კონცერტი ფილარმონიაში... მქონდა 2 პერსონალური გამოფენა. კიდე რა გითხრათ, ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება, გამომდის თუ არა ეს უკვე სხვა საქმეა ხო და რაც მთავარია, მყავს 1 წლის ბარბარე და აპრილში ველოდები მეორე ანგელოზს .... მგონი საკმარისია არა?