მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
სახელი: ნატა ოპიზარი სქესი: მდედრი ასაკი: 26 წლის პროფეია: იურისტი, PR ძველი პროფესია: კორდე ბალერინა ჰობი: ადამიანები, ადრენალინი და თითქმის ყველაფერი საინტერესო, ხასიათის მიხედვით ვარსებობ მუსიკით, ვუსმენ ხარისხიან მუსიკას, ძირითადად როკს და მძიმე რაღაც რუღაცეებს სხვა: მიყვარს ხელოვანი ხალხი, ცოტა მშურს მათი. სიამოვნებით ვათვალიერებ აქაურ ფოტოებს და ზოგის ფანიც გავხდი ავათარზე მე ვარ