IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php) IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ღვინის ფესტივალი 2006
კახეთში პირველად მოვხვდი წელს, მეგზურიც შესანიშნავი გვახლდა და რომ არა chalata- დღეს ვერც ამ რეპორტაჯს ვერ იხილავდით და შეიძლება კახეთამდე ჩასვლა ვერც მოგვეხერხებინა
ზუსტად დილის 9 საათზე სპორტის სასახლესთან ვიყავი, მთელი გზა ვჩქარობდი მეგონა ვაგვიანებდი, რადგან როგორც ვიცოდი 9-ზე გავდიოდით, ღვინის ფესტივალი კახეთში კი 11-ზე იწყებოდა და გახნისთვის უნდა ჩაგვესწრო, მაგრამ...
მაგრამ იქ მისულს არჩიგიოს მეტი არავინ დამხვდა, ნელ-ნელა ვგროვდებოდით, და დაახლოებით 10 საათისთვის თითქმის ყველანი მოვგროვდით, მაგრამ ახლა აღმოჩნდა რომ მარშუტკის მძღოლი სადღაც დაკარგულიყო და აღარ ჩანდა როგორც იქნა ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ მოვიდა, chalata-ა თავის მანქანით მოდიოდა შესაბამისად 17 კაცი მარშუტკაში და მანქანაში გადავნაწილდით და კახეთისკენ გზას გავუდექით...
თავიდანვე ჩანდა რომ მარშუტკა ძალიან ნელა მოდიოდა და ისედაც დაგვიანებულები კიდევ უფრო ვაგვიანებდით, მძღოლი კი აჩქარებას არც აპირებდა, ნელა სიარულით ძალიან დავიღალეთ და გადავწყვიტეთ მარშუტკისთვის გადაგვესწრო და სადაც საინტერესო ადგილს ვნახავდით გადასაღებს იქ შევრჩერებულიყავით გადაგვეღო, და შემდეგ გზა გაგვეგრძელებინა...
პირველად რომელ სოფელში შევჩერდით აღარ მახსოვს, ამინდი იყო საკმაოდ ცუდი, ღრუბლიანი
რამოდენიმე კადრი გადავიღე, რომელიც რეპორტაჟისთვისაც არ გამოდგება მგონი
ამასობაში უკვე საკმაო დრო გავიდა და გადავწყვიტეთ, სიღნაღის გალავანი გვენახა და უკან გამოვბრუნდით, ყველაზე ბოლო მოვდიოდი ვინმე რომ არ ჩამოგვრჩენოდა და გზადაგზა ხალხს ვაგროვებდი
ჰო აი აქ კი კახელებმა გამოგვიჭირეს, და იმდენი გვასვეს რომ საკმაოდ დიდი ფიალები ქონდათ, როგორც მახსოვს 5-მდე დავლიე, ვიხვეწებოდი მივდივართ გვეჩქარება თქო მარა ვის ესმოდა ჩვენი რომ, სანამ კახელების სადღეგრძელო არ დამალევინეს სამჯერ იქამდე არ მომეშვნენ, სამაგიეროდ ჩვენც უკვე საკმაოდ დამშეულები ვიყავით და გადავუჭამეთ მოურიდებლად იქაურობა
ესეც ის ხალხი..
ესენი მგონი ჩვენ გველოდებოდნენ , იმდენი გვასვეს აღარც მახსოვს უკვე
მწვადებს თითქმის ყველა კუთხეში წვავდნენ მაგრამ ყველგან დაკავებული იყო, საკმაოდ მოგვშივდა და რამოდენიმე კაცი გზად კიდევ ერთ სუფრას შევუერთდით საჭმელად დანარჩენები ამ დროს უკვე მარშუტკასთან გველოდებოდნენ
---
გზა სიღნაღის გალავნის სანახავად განვაგრძეთ...
აგერ ფანტაზია აპარატით, თუმცა გადასაღები ბევრი არც არაფერი იყო
გალავანზე ჩვენი პრეზიდენტიც, თან ლია უღებს ფოტოებს
---
ეს ცხენოსნებიც გალავანთან შეგვხვდნენ
არჩიგიო და არხიმონდი, მოკლედ არქიტექტორები არ გვაკლია ბოკეზე.