IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php) IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ღვინის ფესტივალი 2006
კახეთში პირველად მოვხვდი წელს, მეგზურიც შესანიშნავი გვახლდა და რომ არა chalata- დღეს ვერც ამ რეპორტაჯს ვერ იხილავდით და შეიძლება კახეთამდე ჩასვლა ვერც მოგვეხერხებინა
ზუსტად დილის 9 საათზე სპორტის სასახლესთან ვიყავი, მთელი გზა ვჩქარობდი მეგონა ვაგვიანებდი, რადგან როგორც ვიცოდი 9-ზე გავდიოდით, ღვინის ფესტივალი კახეთში კი 11-ზე იწყებოდა და გახნისთვის უნდა ჩაგვესწრო, მაგრამ...
მაგრამ იქ მისულს არჩიგიოს მეტი არავინ დამხვდა, ნელ-ნელა ვგროვდებოდით, და დაახლოებით 10 საათისთვის თითქმის ყველანი მოვგროვდით, მაგრამ ახლა აღმოჩნდა რომ მარშუტკის მძღოლი სადღაც დაკარგულიყო და აღარ ჩანდა როგორც იქნა ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ მოვიდა, chalata-ა თავის მანქანით მოდიოდა შესაბამისად 17 კაცი მარშუტკაში და მანქანაში გადავნაწილდით და კახეთისკენ გზას გავუდექით...
თავიდანვე ჩანდა რომ მარშუტკა ძალიან ნელა მოდიოდა და ისედაც დაგვიანებულები კიდევ უფრო ვაგვიანებდით, მძღოლი კი აჩქარებას არც აპირებდა, ნელა სიარულით ძალიან დავიღალეთ და გადავწყვიტეთ მარშუტკისთვის გადაგვესწრო და სადაც საინტერესო ადგილს ვნახავდით გადასაღებს იქ შევრჩერებულიყავით გადაგვეღო, და შემდეგ გზა გაგვეგრძელებინა...
პირველად რომელ სოფელში შევჩერდით აღარ მახსოვს, ამინდი იყო საკმაოდ ცუდი, ღრუბლიანი
რამოდენიმე კადრი გადავიღე, რომელიც რეპორტაჟისთვისაც არ გამოდგება მგონი
რამოდენიმე ადგილას გზიდან გადავუხვიეთ და გადასაღებად შევრჩერდით, როგორც შემდეგ აღმოჩნდა მარშუტკას საკმაოდ გადაესწრო ჩვენთვის, და ცოტა სისწრაფეს მოვუმატეთ რომ დავწეოდით, მაგრამ ჩვენი მარშუტკა ამ დღეში აღმოვაჩინეთ შუა გზაზე
ნამეტანი ხიფათიანი მარშუტკის მძღოლი გვყავდა, ჯერ შუა გზაში რაღაც ჩამოძვრა, მერე კიდე ვითომ გასაკეთებლად შეძვრა ქვეშ და მარშუტკა დაუგორდა, კიდევ კარგი გამოძრომა მოასწრო თორემ რამოდენიმე წამიც და ზედ გადაუვლიდა
აქ უკვე ჭიპო აწვება მარშუტკას, მარტოდმარტო
სანამ მარშუტკას ვეძებდით:
შოთა და ლია გადასაღებად გაიქცნენ
აქ კი უკვე ლია უღებს შოთას, ეს კადრი გალერეაში დევს უკვე... მგონი ლია ერთ-ერთი ყველაზე მონდომებული იყო ვინც იმ დგეს ფოტოებს იღებდა, დანარჩენებს რა საერთო გვაქვს ფოტოგრაფიასთან, ხანდახან მართლა ვერ ვხვდები
აქ უკვე უსაქმურობისგან ყველაფერს ვუღებდი და ბარემ ესეც გადავიღე
ესეც chalata- თავის აპარატით მისი დახმარებით მოვახერხეთ მარშუტკის ნახევარ სააათში მოძებნდა და გზის გაგრძელება, თუარადა სულ მცირე ალბათ 2 საათის ლოდინი მაინც მოგვიწევდა და მგონი ვერც ფესტივალს ჩავუსწრებდით
ჩავედით სიღნაღში, მოძრაობა შეზღუდული იყო და გაჩერება მოგვიწია, დანარჩენი გზა ფეხით განვაგრძეთ: