მოგეხსენებათ საწუთროს უცნაურობისა და ქართველისთვის ძირის სად აღფხვრის ამბისა, ჰოდა ისე მოხდა, რომ ამ ბოლო დროს ევროპაში მომიწია ორი კვირით სირბილი. ჰოი საოცრებავ და ფოტოკინა 2006 სექტემბრის ბოლოს ჩაატარეს - მეც, ვერ ვაპატიებდი თავს აგერ, ჰოლანდია-ბელგიიდან ხელის გაწვდენაზე ამისთანა დედ-მამის მომკითხველი ამბავი რომ ხდება და არ დავსწრებოდი... ან რას ვეტყოდი სამშობლოს, ან რას მეტყოდა ის მე?!
მოკლედ გახლდით!!! და ეს რა ვნახე!!!!! ახლა ინეტ-კაფეში ვარ და ტიზერს ვაგდებ , ორშაბათისთვის მანდ ვიქნები და ცოტა ხანში სრულ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ! (შეიძლება ცოტა კი დამიგვიანდეს, არჩევნებია და საქმეები დამიგროვდა, მარა მალე, მალე...)
რა მკითხე ვერ გავიგე რა გინდა? არ დავინახო zeiss ikon ი იყიდო!!! გადაგაყლაპებ მაგ წითელზოლიან აგურს! აიკონი და 35მმ ლუქსი ან კრონი ასწორებს... ან 28მმ კრონი... ან 50მმ ლუქსი... ან 50 სონნარი... რავი არჩევანი ისეთია ყველაფერზე დორბლი წამოგივა 35 ბიოგონს არ გირჩევდი, მე მაქვენ და 4 ლინზიდან ყველაზე ნაკლებად მომწონს, აზრზე არ ვარ რატო, ყველაზე არა კრისპ კარტინკას იძლევა, ცხიმიანია... ნუ პრინციპში შენ მიჩვეული ხარ