მოგეხსენებათ საწუთროს უცნაურობისა და ქართველისთვის ძირის სად აღფხვრის ამბისა, ჰოდა ისე მოხდა, რომ ამ ბოლო დროს ევროპაში მომიწია ორი კვირით სირბილი. ჰოი საოცრებავ და ფოტოკინა 2006 სექტემბრის ბოლოს ჩაატარეს - მეც, ვერ ვაპატიებდი თავს აგერ, ჰოლანდია-ბელგიიდან ხელის გაწვდენაზე ამისთანა დედ-მამის მომკითხველი ამბავი რომ ხდება და არ დავსწრებოდი... ან რას ვეტყოდი სამშობლოს, ან რას მეტყოდა ის მე?!
მოკლედ გახლდით!!! და ეს რა ვნახე!!!!! ახლა ინეტ-კაფეში ვარ და ტიზერს ვაგდებ , ორშაბათისთვის მანდ ვიქნები და ცოტა ხანში სრულ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ! (შეიძლება ცოტა კი დამიგვიანდეს, არჩევნებია და საქმეები დამიგროვდა, მარა მალე, მალე...)
აფსუს! წინა შაფათს ამსტერდამ-გრონინგენის მატარებელში გახლდი, ჩემს კუთვნილ "სმაილიკოვსკა"-სთან მივეშურებოდი. გუშინწინ ჩამოვედი.
პ.ს. ამ შაფათს კრება მაქვს უშველებელი. კვირას იყოს რამე, ჰა? მომენატრეთ თქვე ოღრაშებო! გუჯა, სადა ხარ კაცო, დაგვმოძღვრე ციციკორე!
Added @ nachkebia,
28მმ არა, მარა სტატიის ფოტკაში რომ მიკავია M8 21მმ ლაიკათი ის არ გაწყობს? ისე, ვენიკ, პრაისი გამოვართვი ცაისის ბრიგადას და მამენტ, ერთ Ikon-ზე გაიქაჩებოდა კაცი 35მმ-ით, ჰა? ვფიქრობ, ორიოდ ლაიცის ლინზა ხომ არა მივაკომპოსტირო მაგ საქმისთვის? მაგალითად 180მმ და 100მმ? (90მმ მაკრო მაინც მაქვს და ექსტენდერი)..