მოგეხსენებათ საწუთროს უცნაურობისა და ქართველისთვის ძირის სად აღფხვრის ამბისა, ჰოდა ისე მოხდა, რომ ამ ბოლო დროს ევროპაში მომიწია ორი კვირით სირბილი. ჰოი საოცრებავ და ფოტოკინა 2006 სექტემბრის ბოლოს ჩაატარეს - მეც, ვერ ვაპატიებდი თავს აგერ, ჰოლანდია-ბელგიიდან ხელის გაწვდენაზე ამისთანა დედ-მამის მომკითხველი ამბავი რომ ხდება და არ დავსწრებოდი... ან რას ვეტყოდი სამშობლოს, ან რას მეტყოდა ის მე?!
მოკლედ გახლდით!!! და ეს რა ვნახე!!!!! ახლა ინეტ-კაფეში ვარ და ტიზერს ვაგდებ , ორშაბათისთვის მანდ ვიქნები და ცოტა ხანში სრულ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ! (შეიძლება ცოტა კი დამიგვიანდეს, არჩევნებია და საქმეები დამიგროვდა, მარა მალე, მალე...)
არა კატუშ, დამუშავებულია და ისე დაბეჭდილი. დაუმუშავებელი არის ეს:
მეგობრებო, 1 გიგაბაიტი არქივიდან დიდი ნაწილი დასამუშავებელი ფოტკებია და შესაბამისად მხოლოდ იმათ ვყრი აქ, "ფოტოცხოვრებაში" რაც ვერ ჩაეტია. დანარჩენი მერე, ზეგა, ზეგა..