მოგეხსენებათ საწუთროს უცნაურობისა და ქართველისთვის ძირის სად აღფხვრის ამბისა, ჰოდა ისე მოხდა, რომ ამ ბოლო დროს ევროპაში მომიწია ორი კვირით სირბილი. ჰოი საოცრებავ და ფოტოკინა 2006 სექტემბრის ბოლოს ჩაატარეს - მეც, ვერ ვაპატიებდი თავს აგერ, ჰოლანდია-ბელგიიდან ხელის გაწვდენაზე ამისთანა დედ-მამის მომკითხველი ამბავი რომ ხდება და არ დავსწრებოდი... ან რას ვეტყოდი სამშობლოს, ან რას მეტყოდა ის მე?!
მოკლედ გახლდით!!! და ეს რა ვნახე!!!!! ახლა ინეტ-კაფეში ვარ და ტიზერს ვაგდებ , ორშაბათისთვის მანდ ვიქნები და ცოტა ხანში სრულ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ! (შეიძლება ცოტა კი დამიგვიანდეს, არჩევნებია და საქმეები დამიგროვდა, მარა მალე, მალე...)
მამულიშვილნო! თუ აქამდე არ გინახავთ, ფოტოკინა 2006 შესახებ რეპორტაჟი შეგიძლიათ იხილოთ ახალი ქართული ინტერნეტჟურნალის "ფოტოცხოვრება" გვერდებზე. მიჰყევით აი, ამ ბმულს: