გათენდა 8 ოქტომბრის კვირა დილა, როგორც არმოჩნდა ჩამძინებოდა, ასე რომ ამჯერად მისვლა მეც დამაგვიანდა ნახევარი საათით... წამომსვლელთა სიას რომ არასდროს არ უნდა ენდო ყველამ კი ვიცოდით, მაგრამ მაინც დიდი იმედი გვქონდა რომ 15 კაცამდე მოვგროვდებოდით, თუმცა ჩვენი იმედი მხოლოდ იმედადღა დარჩა
წინა საღამოს საკმაოდ ბევრმა თქვა უარი წამოსვლაზე და შედეგად 10 საათისთვის მხოლოდ 7 კაცი მოვგროვდით, მოგვიანებით მაგდალინა და აკაკიარჩი შემოგვიერთდნენ და 9-მდე გავიზარდეთ. გადაწყვეტილი გვქონდა სამშვილდის ნახვა, მაგრამ 9 კაცი ცოტანი ვიყავით და თანხა ნამდვილად არ გვყოფნიდა იქამდე მისასვლელად, ერთი-ორი კაცი გვაკლდებოდა მარტო...წასვლის სურვილი იმდენად დიდი იყო რომ დარჩ არავინ ფიქრობდა და ყველა გზით ვცდილობდით რომ გასვლა მაინც შემდგარიყო...
------
აგერ ვახო შტატივს ეხუტება იმდენად განვიცდით ხალხის სიმცირეს
ამრიგად მარშუტის შეცვლა გადავწყვიტეთ....
თავიდან ალავერდში მოვინდომეთ, რატომღაც ყველას ძალიან ახლოს გვეგონა მაგრამ 230 კილომეტრი აღმოჩნდა იქამდე, შემდეგ ფასანაური გადავწყვიტეთ, მაგრამ არც მანდ გამოვიდა და საბოლოოდ არმაზზე გადავწყვიტეთ ასვლა.
"მარშუტკა" გვყავდა ძალიან კომფორტული, ტელევიზორითაც კი, არც ეგეთი უპრეტენზიო მძღოლი მენახა აქამდე, არაფერზე პრეტენზიას არ გამოთქვამდა, ოღონდ თანხაზე შეთანხმებოდი
საბოლოოდ ისე ცოტანი მოვგროვდით რომ, პროდუქტზეც და ტრანსპორტზეც ყველა ერთად დავდიოთ, დაახლოებით 11 საათისთვის მოვიმარაგეთ ყველაფერი და ჯვრისკენ გავემართეთ
ყველაფრის მიუხედავად ძალიან მაგარი დრო ვატარეთ. მართალია შედარებით ცოტანი ვიყავით, სამაგიეროდ არ დავკარგულვართ... გზაშიც საკმაოდ ვმხიარულობდით.
ხო კიდე ისე ეს უშბა რო გაგვითავდა ჯოხებით ვითამაშეთ ვისაც 2 გადატეხილი ჯოხი შეხვდებოდა ჩადიოდა და არაყი ამოჰქონდა და ვატო და ბექა აღმოჩნდნენ ჩვენი ლოთობის მსხვერპლი ხოოდა ჩავიდნენ გენაცვალე ველოდეთ ვიფიქრეთ რამე ჩვეულებრივ არაყს ამოიტანენ თქო ხოდა დაგვადგნენ 2 ბოთლი ჭაჭით რაგაც ნ რაოდენობით გრადუსი ქონდა რო დალევდი ფხიზლდებოდი და მერე ისევ თვრებოდი და რავიცი ... ხოდა ისე არც ეს ჭაჭა დაგვრჩენია დასალევი... ( პროსტა ჭიქა გავხვრიტე და სანამ სადღეგრძელოს ვამბობდი იქცეოდა ) ( ელენემ მასწავლა )