რაკი დამასწარით და თითქმის ყველაფერი მოყევით, ვეცდები ერთი-ორი სიტყვა მაინც დავამატო ერთი-ორი სურათითურთ მაგალითად აი ამ სურათიდან შეიტყობთ, როგორ იტანჯებოდნენ ბოკელი ბიჭები, როცა ჯენტლმენურად დამითმეს ადგილი მანქანის წინა სავარძელში აი, აქ შოთა რაღაცას უკირკიტებს, მაგრამ რას ჯერ არ ვიცით, ფირის გამჟღავნების მერე შევიტყობთ შემდეგ მოწამეთის გზაზე მაგდუმ ნატვრის ხე დაინახა და სასწრაფოდ შეაბა ცხვირსახოცი აქეთობას ძალიან ლამაზი გამყიდველი ქალი ვნახეთ, ულამაზესი ცისფერი თვალები ჰქონდა, მაგრამ სულ ასე თვალდახრილი იჯდა... მერე გელათის მიდამოებში ასეთი მძინარე კაცი ვნახეთ მეტისმეტად უცნაურად მოწყობილ საწოლზე
Added @ ჰო, შოთას რჩევით, მაკროს გადაღებაც ვცადე, მაგრამ რად გინდა, ფუტკარიც გაფრინდა და ჭიანჭველებსაც ტყუილა ველოდე((((