სამთავისი, სხვილოში წასვლის იდეა ბატონ არჩიგიოს გაუჩნდა, არცთუ ისე ბევრი მსურველი გამოჩნდა წინებთან შედარებით, მაგრამ ამისდა მიუხედავად ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გასვლა იყო დაახლოებით 25 კაცამდე მოვგროვდით, თითქმის იმდენივე რაც სიით იყო გათვალისწინებული.
1 ოქტომბერს დილის ცხრა საათიდან დავიწყეთ შეკრება სამთო ქიმიის შენობასთან , რადგან ტრანსპორტის მოძებნა უფრო გაგვეადვილებინა. როგორც ყოველთვის ხალხი იგვიანებდა და თავდაპირველად 10 კაცამდე ძლივს მოვგროვდით ისიც იმის ხარჯზე, რომ არჩიგიომ თავის და, და დადუნიამ მეგობარი წამოიყვანა...
საბოლოოდ მაინც 25 კაცამდე მოვგროვდით, შევკრიბედ დათქმული თანხა და პროდუქტების შესაზენად წავედით. მენიუ როგორც ყოველთვის უცვლელი ძირითადად 4 კაცმა მოვახერხეთ, ყველაფრის ორგანიზება, archigio-ს, anubis-ის და pantazia-ს წყალობით ვიპოვეთ ორი "მარშუტკა" შევიძინეთ პროდუქტი გავემართეთ სამთავისისკენ.
ორივე "მარშუტკა" თითქმის ერთდროულად ჩავედით ასე რომ ლოდინი არავის მოუწია დიდხანს, ამინდა არც ისე გაამართლა, ცოტა მოწვიმა დილით სანდრიკო დიდად კი გვაიმედებდა "მარშუტკებისთვის" კასეტებს წამოვიღებო, მაგრამ მაინც მოგვიწია რაღაც გაურკვეველი მუსიკის მოსმენა თავდაპირველად სამთავისში გავჩერდით.
ესეც სამთავისის მონასტერი
არჩიგიო მგონი ფრენას სწავლობს მონასტრის გალავნიდან
მონასტრის შიდა ეზოში... მაგრამ ვინ საით მიდიოდა ვერ გავიგე
ამის შემდეგ სხვილოსკენ გავემართეთ,ბარგი გადავინაწილეთ და ციხისძირზე ასასვლელად ვემზადებით.
იდეა მომივიდა მკლავებზე ერთ მხარეს www.boke.ge დაგვეწერა,მეორეზე კი ჩვენი ნიკები, ბევრს ეს იდეა არ მოეწონა, თუმცა მოხალისეებიც ბევრი გამოჩდნენ, პირველმა თამოს დავაწერე, აქ კი უკვე თამო აწერს გუკას
ხოდა აი გოგო და ამისი დაი შემიყვარდა ნაბეტანი რაც კი რამე მინდა და მაქვს უსლ ამათთვის მინდა მააშ
გეხუტუნე... ამ გოგოს და ამის დასაც ძალიან შეუყვარდი
ეს ქვა კი ჯასთ მემ დააფიქსირა ))) ესეიგი კინაღამ ჩვენი ძვირფასი და მოქეიფე კაცი "ფანტაზია" ლამის შეიწირა და მის თავზე დაეხლირწა ) მარა გადავრჩით ღვთის წყალობით და იმედია კიდევ არაერთ ექსკურსიაზე ) ვიხილავთ მის მშვენიერ თავს
Just me-მ კი არა და მე დავაფიქსირე. აბა ისე როგორ იქნებოდა?! არადა მართლა ლამის შეიწირა ფანტაზია. მოპირდაპირე მხარეს ვიჯექი და კარგად დავინახე, მილიმეტრებში აცდა.