მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ჰმ..., მე ჰარამი ვარ, იგივე გიორგი. ჰარამი ჰინდიზე დანაშაულს ნიშნავს. არა დამნაშავე არ ვარ და არც არაფერი დამიშავებია . 24 წლის ვარ, ამჟამად ვმუშაობ საქართველოს რკინიგზაში. 1 წელია რაც საქართველოში ვცხოვრობ. დავამთავრე Les-Roches School of Hotel Management Bluche Switzerland; Hospitality Finace. მინდა გამოვადგე ჩემს ქვეყანას და ხალხს. უი რამდენი მილაპარაკია...
ფოტოგრაფიის ბევრი არაფერი გამეგება მაგრამ მაინტერესებს და ვიღებ კიდევაც ხანდახან.