მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ბოკე-ზე კარგი ფოტოების ნახვასთან ერთად იურიდიული კონმსულტაციის მიღებაც შესაძლებელია. ამ წუთიდან ერთი იურისტით მეტია უკვე _ ჩემის ჩათვლით. ბუნება მიყვარს, მთები, ზღვა და ყველაფერი რაც მასთან ჰარმონიაშია. ორი სახელი მქვია: ქეთევანი და თეა. მეც არ ვიცი რატომ, მაგრამ მომწონს ხალხს რომ ვაბნევ ორი სახელით. კირილე მიმინოშვილის შთამომავალი ვარ, ხასიათიც შესაბამისი მაქვს. გულღია, მხიარული, კეთილი ადამიანი ვარ. ჰო, და რაც მთავარია _ აქ კარგი ფოტოების სიყვარულმა მომიყვანა. თავად კამერა ხელში არასოდეს მჭერია, არც ვაპირებ. თქვენი გადაღებული კადრების ხილვითაც კმაყოფილი ვარ. გაიხარეთ!!!!!