Nika, სტატიაში ლაპარაკია იმპორტის გადასახადის დაწევასა და განულებაზე.
რაც შეეხება დ.ღ.გ.-ს, ეგ მაინც გადასახდელი იქნება იმპორტის შემოტანისას. ეხლა მთლად ცარიელ-ტარიელს ხომ არ დავტოვებთ საქართველოს ისედაც გაღარტაფებულ ბიუჯეტს. იდეაში, სისტემა ასე უნდა მუშაობდეს: ექსპორტიორი ქვეყანა არ უნდა გახდევინებდეს დღგ-ს, რომელსაც შენ შემდგომში საქართველოს გადაუხდი. ზუსტად იგივე რაც TAX REFUND (GLOBAL REFUND)-ის დროს ხდება აეროპორტებში ან სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისას. ეს ნიშანი ხომ შეგინიშნავთ? ხოდა ეს ნიშანი იმას კი არ ნიშნავს, ევროპამ ფული მოგვცეს და ჩვენ საქართველოს არაფერს მივცემთ! იდეაში, ის თანხა, რომელსაც მაგ. გერმანიის აეროპორტში გიბრუნებენ საქართველოს ბიუჯეტში უნდა მიდიოდეს (რა თქმა უნდა შეძენილი საქონლის ოდენობისა და ღირებულების გათვალისწინებით).