მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
მე ვარ ლევან გაბელაია, ვარ 18 წლის, დავიბადე 1988წლის 14 აგვისტოს, ვარ მე-III კურსის სტუდენტი ტექნიკურ უნივერსიტეტში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე. ვმუშაობდი კომპიუტერულ გრაფიკ-დიზაინ სტუდიაში, და ტურისტულ კომპანიაში. ვარ პლეხანოველი. ჩემი ჰობია: ფოტო, მუსიკა, ადრენალინი, ექსტრიმი, კომპიუტერი, და რომანტიული საღამოები.