... ტექსტზე ჩემთან ერთად იხლაფორთა რებეკამ, ფოტოები კიდევ ჩემი და მიახაილისაა რეპორტაჟში
ფოტოები ყველა თუ არ ჩამოიტვირთა, გვერდი რამოდენიმეჯერ დაარეფრეშეთ
ვეშაპები, ამ ბოლო გასვლის შემდეგ ახალი კატეგორია გამოეყო ხალხის, როგორც აღმოჩნდა ფორუმზე ვეშაპებიც კი გვყოლია... სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე ვერ მოვახერხე ვეშაპთა კავშირში გაწევრიანება, სამაგიეროდ ანუბისი გაწევრიანდა ყველაზე ბოლო, "შენ ისე კარგად აღებ პირს, რომ შენგან ნამდვილი ვეშაპი დადგებაო" - რა დამავიწყებს ამ ისტორიულ სიტყვებს ის ჩარიცხეს მე კი არა, არა არ მშურს მაგრამ...
გათენდა შაბათი დილა, ამინდი მშვენიერი ჩანდა მზეც კი გამოსულიყო... სპორტის სასახლესთან მისულს საკმაოდ ბევრი ხალხი დამხვდა უკვე მოსული... დათქმული იყო 9ის ნახავერი და ერთადერთი ბოკელი (ისიც რა თქმა უნდა მანდილოსანი) რომელმაც საათის ცნობა იცოდა აღმოჩნდა მაგდა(ლინა). დანარჩენები ისევ ჩვეულებრივ შევგრვდით 9-10-11 საათისთვის ...
ჰო, კიდევ ერთი მარშუტკის ფერი დღემდე სადავოდ რჩება მგონი, აშკარად სალათისფერი მწვანე იყო, არადა სტაფილოსფერიაო კარავზე ასე გვთხრეს, ისე თავად მძღოლსაც სტაფილოსფერი ეგონა მგონი...
რა ხდებოდა შემდეგ აღმოჩნდა ისე რომ მარშუტკას არავინ უთხრა რო საჭმელ-სასმელი იყო საყიდელი და ისიც თითქმის გასული იყო ქალაქიდან რომ რომელიღაცა "დამშეულს" გაგვახსენდა საჭმელი ...
მოკლედ სადღაც ნავთლუღში გავჩედით ფეხსაცმლის ქუსლების ბაზართან და დავიწყეთ შესაძლო საკვების ძებნა. მოკლედ ერთი პარტია მომმარაგაბელი სასტავის მიდიოდა მეორე მოდიოდა და მოკლედ ვინ იცის რომელ საათზე დავიძარით ქალაქის გასასვლელისაკენ გზაში ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად ვითარდებოდა, თუ არ ჩავთვლით რომ ამ ჯერზე მარშუტკა სავსე იყო ვეშაპებით
დანიშნულების წერტილთან მიახლოებისას ცოთათი გზა აგვერიასავით ანუ ორი მონასტერი ყოფილა და ერთის მაგივრად მეორესთან მივედი ნუ ეგ არააფერი იქვე იყო მეორეც , გზად მოგვატყუეს იქამდე მანქანა მატრო ნივა ადის და ფეხით უნდა იაროთ ასე 3 კილომეტრიო ეგეც ტყუილი მეტი აღმოჩნდა თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ისე რომ ძალიან ცოტა ვიარეთ ფეხით .რა ხდებოდა გზაში: იქეთობისას ფეხით რო დავბოდიალობდით არაფრი განსაკუთრებული არავის თავში აზრად არ მოსვლია ერთი სული გვქონდა ტაძრამდე მივსულიყავით:
სანდრიკო და Nikusha23
----
ვეშაპთა გუნდი
ტაძარში ბევრი ხალხი იყო და ბოკელებიც მიიფანტნენ მოკლედ "კრუგში" ჩხაკუნის ჩვეულებისათვის აქაც არავის უღალატია :
ესეც მიხაილი, გადასაღებად ემზადება:
შტატივს ესეთი დანიშნულებაც თუ ჰქონდა არ ვიცოდი
ჰო ... ეტყობა ჯერ არ გვშია და იმიტომ ვართ გადაღების ხალისზე
აქ მგონი სანდრიკოს უღებდა, მაგრამ ხო არაფერს დაგაცდიან რა.
აქ უკვე ნიკუშა და ილიკო ზოგად-საკაცობრიო თემებს განიხილავენ
ცოტა ხანში აღმოჩნდა რომ სადღაც მთაზე უნდა გავარდნილიყვნენ ფირალებათ რაღაც კოშკისაკენ "იქიდან აუფ მაგარი ხედიაო" , ზოგმა დარჩენა ამჯობინა ნაწილმა კი გზა განვაგრძეთ ზევით... რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს მესამედ მოვხვდით ერთად ბოკელები და რომელიღაც სკოლის ბავშვები ერთი და იმავე ადგილას, უფლისციხეში ფეხბურთი ვეთამაშეთ, აქაც თამაშობდნენ მაგრამ ჩვენ სხვა გზით მივდიოდით და აღარ შევჩერებულვართ:
ესენიც ექსკურსიაზე იყვნენ და სიამოვნებით დამთანმხდნენ გადაღებაზე
გზა განვაგრძეთ, ზედა მონასტრისკენ რომელიც საკმაოდ მაღალზე იყო:
ნიკა სულ წინ გარბოდა ალბათ რეპორტაჯისთვის კადრებს აგროვებდა
ჩვეულებას არც აქ ვუღალატეთ, როგორც ყოველთვის ყველაზე ცუდი გზა ავირჩიეთ დანშნულების ადგილამდე მისასვლელად
ესეც ხედი ზევიდან, დანარცენს ალბათ სანდრიკო საგელერეოდ ინახავს
მონასტრის ხედი ზევიდან:
ჩვენი არქიტექტორი ამ ნანგრევით ძალიან დაინტერესდა და საკმაოდ დიდხანსაც ურებდა
ცოტა ხანში ისევ ქვევით დაბრუნება გადავწყვიტეთ, მაგრამ არც აქ გაგვიმართლა, წამოსვლა მეორე გზით გადავწყვიტეთ სადაც საკმაოდ დიდი ტალახი დაგვხვდა...
ესეც უკან დაბრუნების კადრები, უხარია ტალახი
ლამასაც ტალახი უხარია, ან რამე ახალ მაშუტზე ფიქრობს, ან არადა სულაც შია რაც მთავარია უხარია, მეც მიხაროდა ტალახიდან გამოვედი...
გიო და მაგდა
ქვემოთ დარჩნენ : ილიკო, რებეკა, შომი და აკაკიარჩი (კიდევ შომის ნაცნობი მაგას მერე ვახსენებ) ჰოდა ილიკომ და რებეკამ იპოვეს ვინმე ეთერი ბებო რომელივ "ჟუვაჩკებს " ყიდდა და გემრიელად იჭორავეს მასთან ამ დროს აკა შომი და მისი ნაცნობი ცალკე საუბრობდნენ
მერე აღმოჩნდა ისე რომ შომი აკა და შომის ნაცნობი გაქრნენ თურმე წასულან სამწვადე ცეცხლის უზრუნველსაყოფად თანაცა საკამოდ შორ მანძილზე თუმცა ეს საკმაოდ გვიან გავარკიეთ მანამდე კი პატარა ფოტო გადაღება და სმა ჭამა ახლომდებარე მაგიდასა და სკამებზე მოეწყო რადგან საჭმელ სასმელი ჩამორჩენილი ჯგუფს ჰქონდა:
მალე მარშუტკაც დაგვეწია და დანიშნულების ადგილას მიგვიყვანა, ცეცხლი უკვე დანთებული დაგვხვდა:
შომის მეგობარმა თავის დაწურული ღვინოც შემოგვთავაზა ამიტომ დათრობა არავის გასჭირვებიაა, ასევე რამოდენიმე ბოთლი ასეთი არაყი გვქონდა კიდევ:
ბოლომდე დალევა ვერ მოახერხეს, საკმაოდ ნასვამები იყვნენ უკვე, რებეკამ ერთი ბოთლი გადამალა, მერე თან წამოიღო და ეხლა საპატიო ადგილას უდევს სახლში
ბექა ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდა (წვავდა მწვადებს და უნდა აღინიშნოს ფრიად გემრიელადაც კი ) დანარჩენები მაგიდის გარშემო იყვნენ შემოკრებილები . აქცევდნენ ღვინოს შეძლებისდაგვარად ხშირად სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ამბობდნენ და ერთმანეთ ლაპარაკს არ აცლიდნენ