ვიცით რომ არაერთხელ ბოკე დახმარებია უპატრონო ბავშვთა სახლებს, მე და ჩემ მეგობრებს გვინდა რომ დავეხმაროთ ერთ ერთ ბავშვთა სახლს. მაინტერესებს რომელი ბავშვთა სახლი(ები) არის თბილისში და დაახლოებითი რაოდენობა ბავშვების ზოგადად არ ვიცი არასდროს არ მქონია შეხება. რომელ ბავშვთა სახლია უფრო გაჭირვებული (გაჭირვებული ცუდი სიტყვაა ყველას უჭირს, მაგრამ მიხვდებით რასაც ვამბობ). გაჭირვებას ასევე არ ვგულისხმობ გაურემონტებელ ოთახებს, დახმარებას საკანცელარიო ნივთებით ვაპირებთ (ფანქრები, გასაფერადებლები, სურათები, და ა.შ.) მოკლედ ვინმემ თუ იცით იქნებ გამომეხმაუროთ.
მადლობა წინასწარ!
პ.ს. თუ თემას გადაიტანთ სხვა განყოფილებაში გთხოვთ შემატყობინოთ.
ავლაბარში, დიღმის მასივი, გლდანი, რავი ბევრია რომელი ერთი ჩამოგითვალო, თუ წამოწყებაა უნდა წამოიწყო და ნელნელა ყველა გაახარო რაოდენობას ესე ვერ გაიგებ,შეგიძლია წინასწარ მიხვიდე მარტო ზოგადი ინფორმაცია მოიპოვო და დანარჩენს თავად განსაზღვრავ როგორ მოიქცე და ასე შემდეგ,თავად გაესაუბრე მასწავლებლებს თუ რა გაუხარდებათ, თუმცა პატარებს და არა მარტო პატარებს უხარიათ როცა მათ სანახავად მიდიან და მცირეოდენ სიხარულს მატებენ ახალისებენ, ართობენ და ა.შ ...
მართალი ხარ მივალ და გავიგებ როგორი სიტუაციაა და რაოდენობასაც მეტყვიან. ეგ თავისთავად გაეხარდებათ რომ მიხვალ გაართობ და გაესაუბრები ფოტოებს გადაუღებ და შემდეგ დაბეჭდილს გაუგზავნი ეს ყველაფერი რათქმაუნდა გაახალისებთ მათ, მაგრამ რაც შეეხება დახმარებას ჩვენ ამ ნივთებით დახმარება შეგვიძლია არამარტო ერთ სახლზე არამედ მრავალზე ნელ ნელა დავიწყებთ, მესმის რომ შეიძლება ამ ყველაფერზე მეტად სხვა რამე სჭირდებოდეთ მაგრამ ჩვენ ამით დავიწყებთ ჩვენ საქველმოქმედო აციას არ ვატარებთ უბრალოდ გვინდა ბავშვები გავახალისოთ და გავართოთ, ვერ დავარქმევ ამ ნივთებით იმას რო დავეხმარეთ მაგრამ ამ ადამიანების სახეზე ღიმილს და ცოტაოდენ ბედნიერებას მაინც თუ შევნიშნავთ ეს უკვე კარგია....