რობ გონსელვესი (Rob Gonsalves) დაიბადა ტორონტოში (კანადა) 1959 წელს. მისი ძირითადი ხობი ბავშვობიდანვე იყო ხატვა... 12 წლის ასაკიდან იგი გაიტაცა არქიტექტურამ... ისწავლა პერსპექტივის ხედვა რამაც საფუძველი ჩაუყარა თავისი სტილის ჩამოყალიბებას...
მაგრიტის მეგარეალიზმმა და ეშერის ილიუზიურმა პერსპექტივებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს მის შემოქმედებაზე.
1990 წელს Toronto Outdoor Art Exhibition მიღწეულმა წარმატებამ რობს გადააწყვეტინა მთელი თავისი დრო ხატვისათვის დაეთმო.
ორი დღეა ვათვალიერებ. მაგარია, მაგრამ ეშერი ბევრად უფრო მოწონს. ამას თითქოს ერთი და იგივეს დუბლები აქვს. მაგალითად სარკეები. საერთო ჯამში მაინც მაგარია!
ვაა, რატომ მახსოვდა, რომ მე ამ თემაში გავაკეთე კომენტარი?
ძალიან მომეწონა ეს ნამუშევრები, შეუძლებელია ეშერს არ შევადაროთ, რადგან გავლენა აშკარაა. თუმცა ეშერისგან განსხვავებით, როგორც ნახატი გაცილებით უფრო სასიამოვნოა აღსაქმელად, მაგრამ აქ ნაკლებად გვხვდება სამგანზომილებიანი სივრცის პრინციპების დარღვევა, და თუ გვხვდება გაცილებით უფრო თვალშისაცემია.
ერთმა პატივსაცემმა ფიზიკოსმა როგორც აღნიშნა "მთელი ახალგაზრდობა 4 განზომილების ძებნაში გავატარე და ეშერმა დასურათებული წიგნი მომცა სახელმძგვვანელოდო" დავით კაკაბაძის ოცნებაც ეგ იყო_4 განზომილების შემოყვანა _ამას კომპოზიციებში სარკის შემოტანით აღწევდა(უყურებ 3 განზომილებაში არეკლილ მე-4-ე განზომილებას) მე მომწონს თუ ეშერს და ამ ნიჭიერ ხელოვანს აბრალებენ რომ IV განზომილება ტყუილის ხარჯზე შემოყავსო_თვითონ მიაღწიოს უფრო რეალურს და მერე განსაჯოს