მე მქონდა ბედნიერება რომ მისი ლექციები მომესმინა..ინსტიტუტშიც და მის სოფელშიც..ნამდვილი ზეიმი იყო.სანდრო მამასახლისი იყო უსაზღვროდ განათლებული და წიგნიერი ადამიანი.ამიტომ დიდი სიამოვნება იყო მისი მოსმენა ფოტოგრაფიაზე ზოგადად ხელოვნებაზე..ძალიან სამწუხაროა.თანავუგრძნობ არა მარტო ოჯახს,არამედ მთელ საქართველოს!!! " საფლავი რაც შეიძლება ღარიბული უნდა გქონდეს ადამიანს,რომ გამვლელს შეეცოდო და შენი შესანდობარი დალიოსო" -ეს ბატონი სანდროს სიტყვებია. ასე დაასრულა მან ერთერთი ლექცია ..მგონი დამეთანხმებით ძალიან პოეტური ფრაზაა..აი ასეთი სულიერად ამაღლებული ლექციები ქონდა..